18
Dec
2018

m²-ის ახალი საკომუნიკაციო კამპანია, მიმდინარე და სამომავლო პროექტები

18 Dec 2018

დეველოპერულმა კომპანიამ m² ახალი საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო. როგორც თავად ამბობენ, მთავარი მიზანი მათი საქმისადმი დამოკიდებულების ჩვენება და ძირითადი ღირებულებების ხაზგასმაა.

 

 

ვინ იმუშავა სარეკლამო ვიდეორგოლებზე, რამდენად მნიშვნელოვანია უკუკავშირი მობინადრეებისგან  მიმდინარე თუ დასრულებულ პროექტებზე და რას გეგმავს კომპანია სამომავლოდ, m² -ის მარკეტინგის განყოფილების უფროსმა თამარ რამიშვილმა ისაუბრა.

თამარ რამიშვილი (m² -ის მარკეტინგის განყოფილების უფროსი): 12 წელია, m² დეველოპერულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს. ჩვენს ანგარიშზე 8 შესახლებული საცხოვრებელი კომპლექსი და 3000-მდე დასრულებული ბინაა. წელს ორი საცხოვრებელი კომპლექსის „m² იპოდრომთან 2“ და „m² ჭავჭავაძეზე“ მშენებლობა დასრულდა და ახალ წელს, საკუთარ ახალ სახლში 883 ოჯახი შეხვდება. დეკემბერში კი, მესამე პროექტის, m² ყაზბეგი 2-ის 303-ბინიანი კომპლექსის ჩაბარებაც დავიწყეთ.  m²-ში მაცხოვრებლებს ბინები სრულად გარემონტებული ბარდებათ, დასრულებული და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით. გასაღების გადაცემის მომენტიდან მათი საზრუნავი მხოლოდ ავეჯის შეტანა და ბედნიერად ცხოვრებაა.

M: რამდენად მნიშვნელოვანი ეტაპია ეს კომპანიისთვის?

თ. რ. : ჩვენთვის ყოველი საცხოვრებელი კომპლექსის დასრულება ძალიან დიდ ემოციასთან არის დაკავშირებული, სწორედ ამ დროს ვხედავთ ძალიან დიდი შრომის შედეგს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მშენებლობის თითოეული ეტაპი იყოს კარგად დაგეგმილი და გააზრებული. სიამაყით ვივსებით როდესაც ვხედავთ ახალი კომპლექსის ფანჯრებში ანთებულ სინათლეს, გაცოცხლებულ ლამაზ ეზოს, რომელსაც პატარები ახალისებენ. გვიხარია, ვინაიდან ყოველწლიურად კიდევ უფრო დიდ პოზიტიურ უკუკავშირს ვიღებთ ახალმოსახლეებისგან, რაც უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იძენს.

M: რაც შეეხება შესაბამის საკომუნიკაციო კამპანიას . . . 

თ. რ. : ეს კამპანია არ ეხება რომელიმე ერთ პროექტს ან მომსახურებას. ამ 2 ერთმანეთთან დაკავშირებული რგოლით m² ამბობს თავის სათქმელს, გადმოსცემს თავის დამოკიდებულებას საქმისადმი და წარმოაჩენს 2 ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას: ერთი ეს არის სამშენებლო პროცესი და ხარისხის კონტროლი, ხოლო მეორე მომხმარებელზე ზრუნვა და მისი გამოცდილება ბინის შეძენიდან ჩაბარებამდე.

 

M: რამდენად მნიშვნელოვანია მობინადრეებთან და პოტენციურ მობინადრეებთან კომუნიკაცია?

თ. რ. : მობინადრეებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. სახლის შეძენა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენი გუნდი ცდილობს, ეს  მნიშვნელოვანი პროცესი, რასაც ბინის შეძენა ჰქვია, მაქსიმალურად კომფორტული გახადოს. ჩვენი კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერები, ბინის შეძენის მომენტიდან მის ჩაბარებამდე, ზრუნავენ კლიენტის რეგულარულ ინფორმირებულობაზე და ამით მის სიმშვიდეს და კომფორტს უზრუნველყოფენ. ბინების ჩაბარების შემდეგ კი კომპლექსის მოვლა – პატრონობის მომსახურება ირთვება. ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, არა მხოლოდ მობინადრეების კომფორტი, არამედ  უძრავი ქონების, როგორც აქტივის ღირებულების შენარჩუნების და ზრდის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა.

M: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ ? 

თ. რ. : ამ ეტაპისთვის, თითქმის, 3000-მდე ბინა გვაქვს ჩაბარებული და უახლოეს მომავალში გეგმები ძალიან დიდია, მასშტაბიც – განსხვავებული. რაც უცვლელი რჩება ჩვენი შემართებაა, და გუნდი, რომელიც ჩვეული პროფესიონალიზმით აგრძელებს მისთვის საყვარელი საქმის კეთებას. სწორედ ეს გუნდი უზრუნველყოფს წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნით, გამოცდილებითა და შემოქმედებითი მიდგომით, მუდმივად ისწრაფოდეს ყოველი შემდეგი პროექტის გაუმჯობესებისკენ.

ვიდეორგოლების კრედიტები: 

კლიენტი: M2

სააგენტო: JWT Metro

ექაუნთ მენეჯერი: ალექს ჩიქოვანი

შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ეკა ყიფიანი

რეჟისორი: ვასკა ქართველიშვილი

დამდგმელი ოპერატორი: გოგა დევდარიანი

გაფერი: ვაჟა აფრასიძე

კამერა: გურამ მოსიკაშვილი

ფოკუს ფულერი: მანუ ელიჯარაშვილი

თაიმ ლეფსების ოპერატორი: არტურ ამამჩიანი

პროდაქშენ დიზაინერი: დათო ჭყოიძე

პროდაქშენ დიზაინერის ასისტენტი: ზაზა გოგორიშვილი, ნათია გურაბანიძე,ირაკლი კაკაბაძე

კოსტიუმების მხატვარი: ნათია ინწკირველი

კასტინგი: Endling_official

გრიმი: ირმა დათუაშვილი

პროდაქშენ კომპანია: Metro Production

აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია

წარმოების ხელმძღვანელი: მაია გურაბანიძე

პროდიუსერი: მარიამ სოსელია

რეჟისორის პირველი ასისტენტი: სოფო ფარჯიანი

სეტ მენეჯერი: გიორგი გურგენაძე,კოკა ჩხაიძე

CG and VFX – Metrograph

ფერის კორექცია: ლევან კუხაშვილი

დრონი: Skytech

ხმა: კობა კვაჭაძე

მონტაჟი: ბურო

[R]

განხილვა