in

როგორ აფასებს m² სფოთლაითთან მრავალწლიან მეგობრობას

ახლოვდება მე-10, საიუბილეო სფოთლაითი, მთავარი თემით „მემკვიდრეობა“. 23-24 დეკემბერს, ორი დღის განმავლობაში, წლის მთავარი მარკეტინგული დღესასწაული გაიმართება. 2013 წლიდან მოყოლებული, სფოთლაითი აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. ღონისძიების მხარდამჭერია m², რომელსაც სფოთლაითთან არაერთი წლის მეგობრობა აკავშირებს. სფოთლაითის მნიშვნელობაზე m²-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირინა დუმბაძე გვესაუბრა.

M: როგორც მრავალი წლის მხარდამჭერს, რა ღირებულებები გაერთიანებთ Spotlight-თან?

Spotlight-თან გვაერთიანებს ისეთი კორპორაციული ღირებულებები, როგორიცაა „მუდმივი განვითარება“ და „თავისუფლება“. ვთვლი, რომ Spotlight – როგორც პროექტი, როგორც ღონისძიება ემსახურება მარკეტინგისა და ბრენდინგის სფეროს მუდმივ განვითარებას და აძლევს მონაწილეებს თავისი ხედვების, მოსაზრებების, კრეატიული გადაწყვეტების გამოხატვის თავისუფლებას.

M: თქვენი შეფასებით, როგორია Spotlight-ის „მემკვიდრეობა“?

უკვე 10 წელია, რაც Spotlight-ის მემკვიდრეობა გაზიარების კულტურის დანერგვა და ტრადიციად ქცევაა. წლევანდელი სფოთლაითის მოლოდინები, როგორც ყოველთვის, პოზიტიურია: ახალ, რთულ და დინამიკურ გარემოში ძალიან სასარგებლოქნება ახლებური ხედვებისა და გადაწყვეტების გაზიარება, ასევე კვლავინდებურად სასიამოვნო იქნება „ნეთვორქინგი“.

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი

ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

ვერცხლის სპონსორი: McDonald’s, Elit ElectronicsLutecia, Extra.ge

მხარდამჭერები: Delonghi, ლურჯი ოკეანე, Aldagi, It Academy STEP, Aversi, m2, Midea, Gulf, Cryptal, თეთრი კვადრატი, Fitpass, ბორჯომი, ზარაფხანა, მაქსთერმი, Wolt, Kärcher, FlowMaster.online.

არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.

M&Ms-ის, Mars-ის, Snickers-ის, Bounty-სა და სხვა ცნობილი ბრენდების მშობელი – Mars Incorporated

სიკეთის ღირებულება სამსახურში