in

m² X „ქარტა”, შენი ცხოვრების უნიკალური მომენტების ასახვისთვის

ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია m²-მა და ქართულმა ბრენდმაქარტამ“ ახალი, შთამაგონებელი კოლაბორაცია წამოიწყეს, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ექსკლუზიური დიზაინის ფოტოალბომები. ალბომები აერთიანებს „ქარტას“ ესთეტიკასა და m²-ის გზავნილს – „იცხოვრე შენი ცხოვრებითდა შექმნილია მათთვის, ვისაც სურთ საკუთარი ცხოვრების მოგონებები და მნიშვნელოვანი მომენტები ხელშესახებად აქციონ.

შენი ცხოვრებით ცხოვრება, კავშირი შენს სურვილებთან, საკუთარ თავთან, ოჯახის წევრებთან, გარემოსა და სამყაროსთან, ყოველდღიური არჩევანია, რომელიც ერთხელ თუ გააკეთე, აუცილებლად იგრძნობ, რომ ცხოვრობ ისე, როგორც არავის უცხოვრია, რადგან განსაკუთრებულ, საკუთარ ამბავსა და ისტორიას ქმნი. შენი ცხოვრების ძვირფასი მომენტების ასახვას კი ფოტოალბომი ყველაზე კარგად უზრუნველყოფს. კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი ალბომები ემოციური მეხსიერების მატარებელია, თითოეული მათგანი უნიკალურია და მომხმარებლის ცხოვრების ისტორიას გადმოსცემს.

„კოლაბორაციის ფარგლებში, შეიქმნა ექსკლუზიური დიზაინის ფოტოალბომები, რომლებიც აერთიანებს „ქარტას“ ესთეტიკას და m²-ის გზავნილს – „იცხოვრე შენი ცხოვრებით“. კოლაბორაციის იდეა ორივე ბრენდისთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან ორივე საერთო ღირებულებას იზიარებს, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია და ყველას თავისი გამორჩეული ცხოვრებისეული თავგადასავალი აქვს.

ჩვენი ხედვით, როდესაც ადამიანი ბედავს და აკეთებს არჩევანს, რომ იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით, ის აუცილებლად განსაკუთრებულ, საკუთარ ამბავსა და ისტორიას ქმნის. m²-ისა და „ქარტას“ ფოტოალბომები კი ამ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას თავიანთი ცხოვრების უნიკალური ისტორიები და მნიშვნელოვანი მომენტები ხელშესახებად აქციონ და ალბომის ფურცლებზე სამუდამოდ შემოინახონ,“  მარიამ დიდებაშვილი, m²-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„ჩვენ ვქმნით ფოტოალბომებს, რომლებიც ადამიანების ცხოვრების ისტორიებს აცოცხლებს და მათ მომავალ თაობებს უზიარებს. „ქარტაში“ გვჯერა, რომ ისტორიების უკვდავება და მომენტების საგანძურად ქცევა თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდი, რომელიც სიყვარულით და შთაგონებით მუშაობს, ყოველი პროექტის შექმნისას აერთიანებს ხარისხს, დიზაინს და ინდივიდუალურობას. თითოეული ფოტოალბომი არის შესაძლებლობა მომხმარებლებისათვის, გაუზიარონ სხვებს თავიანთი ცხოვრების განსაკუთრებული მომენტები,“ –  თაკო სამხარაძე, „ქარტას“ დამფუძნებელი.

კოლაბორაცია m²-სა დაქარტას“ შორის არა მხოლოდ ორ ქართულ ბრენდს აერთიანებს, არამედ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით და ცხოვრების ძვირფასი მომენტები მომავალ თაობებსაც გაუზიარონმაღალი ხარისხითა და უნიკალური დიზაინით.

კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი პროდუქციის შეძენა შესაძლებელიაქარტას“ ვებგვერდზე www.qarta.ge და სოც. მედია არხებში.

[R]

საქართველოს ბანკის საჩუქრების კამპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გრძელდება

დააზღვიე ავტომობილი იმედი L-ში და მიიღე სპეციალური საზაფხულო საჩუქრები