in

MAC GEORGIA საუბრების სერიის „შუქი მოვიდა“ რიგით მეორე ღონისძიებას გამართავს

23 ივლისს, სტამბაში, MAC GEORGIA საუბრების სერიისშუქი მოვიდა“, რიგით მეორე ღონისძიებას გამართავს. ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) იმ ადამიანების ისტორიების გაზიარებას. ეს  არის  ტრიუმფის, სირთულის, ყოველდღიური გამოცდილების ისტორიები, რომლებიც ეხმარება საზოგადოებას უკეთ  გაიგონ ამ ადამიანების რეალობა და მიიღონ დამატებითი მოტივაცია ინკლუზიური და დამხმარე გარემოს შესაქმნელად.

საუბრების სერიის ფარგლებში, შესაძლებლობა გექნებათ პირისპირ შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ცხოვრებაზე, განვლილ გზაზე, დაბრკოლებებზე და ამ დაბრკოლებების გადალახვის და გამარჯვების ისტორიებზე ისაუბრებენ.

სპიკერები იქნებიან:

ნუცა ნოდია – „სოციალური  ინიციატივა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების მხარდასაჭერად

ფიქრია ბარამიძე – „სიტყვის ძალა

დავით  გელაძე – „სიყვარულით შებოჭილი

აკაკი ქანქაშვილი – „პარალელური სამყაროები

მარიამ მიქიაშვილი – „არ მინდა ვიყო უცხოპლანეტელი

საუბრების სერია ორგანიზებულია MAC GEORGIA-მიერ, მისი პროექტებისშუქი მოვიდადამშობლის სკივრისფარგლებში. MAC GEORGIA-მ ფუნქციონირება 15 წლის წინ დაიწყო, ერთი  მარტივი მიზნით: დამატებით რესურსებზე ხელმისაწვდომობის  გზით და მხარდაჭერით ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეეცვალა. მას შემდეგ MAC GEORGIA გაიზარდა და დღემდე უამრავ პროექტსა და ინიციატივას უჭერს მხარს.

[R]

Dodge – ველოსიპედების სახელოსნოდან დიდ ავტოინდუსტრიამდე

როგორ უნდა დახვეწოთ თქვენი ლიდერობის სტილი?