in

როგორ შეიქმნა Mac-ის ინტერფეისი? — ლეგენდარული დიზაინერის ჩანაწერი

სიუზან კარი ამერიკელი ლეგენდარული გრაფიკოს დიზაინერია, რომელმაც მაკინტოშის აიკონები და შრიფტები შექმნა. ამიტომაც ბუნებრივია, რომ 1984 წელს Apple-მა თავისი უახლესი მაკინტოშის დემონსტრაციისთვის სწორედ ის აირჩია. კომპიუტერული ქრონიკების ეპიზოდში კარი განმარტავს, რატომაა მომხმარებლის გამოცდილება ასე მნიშვნელოვანი. თანაც ამ გადმოსახედიდანაც კი, Mac-ის გამოშვებიდან 40 წლის შემდეგ, ტექნოლოგია იმდენად ახალი, საოცრად მარტივი და ინოვაციურია, რომ ახლაც ბევრი რამის გათვალისწინება შეიძლება.

BOG
BOG

მოგვიანებით სიუზანი NeXT-ს კრეატიული დირექტორის პოზიციაზე შეუერთდა და უდიდესი სამუშაო შეასრულა ყველა დიდი კომპანიისთვის — დაწყებული IBM-ითა და მაიკროსოფტით, დასრულებული ფეისბუქით. თუმცა 40 წლის წინ მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ ფანტასტიკური შვიდეულიდან, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობა სტივ ჯობსის მაკის შექმნაზე.

განსხვავებით მისი მეგობრისგან, ენდი ჰერცფელდისგან, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრისგან, კარეს წარმოდგენა არ ჰქონდა კომპიუტერების, შრიფტის დიზაინისა და პიქსელ ხელოვნების შესახებ. ის იყო მხატვარი, რომელიც გუნდს 1982 წელს რვეულით, ფანქრითა და ბევრი იდეით შეუერთდა. სწორედ სიუზანის აიკონები იქცა რეალურ სამყაროში არსებული ობიექტების ციფრულ წარმოდგენებად. და როგორც თავად განმარტავს ვიდეოში, სწორედ ამან გახადა Macintosh მომხმარებლისთვის მოსახერხებელი.

ამავდროულად, დემონსტრაციისას სიუზანი აჩვენებს, როგორ შეიძლება კომპიუტერის გამოყენება ნებისმიერი ადამიანისთვის. ყველაფერი დისკის ინტეგრირებით იწყება, რასაც მაკის ოპერაციული სისტემის ჩატვირთვა მოსდევდა. რეალურად, ეს ვიდეო მორიგი შეხსენებაა იმისა, თუ რამ შეაყვარა ხალხს Mac.

7 მარტს საქართველოს ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ლეგენდების საფეხბურთო მატჩი გაიმართება

Apple-მა MacBook Air M3 გამოუშვა!