30
დეკ
2016

მართვის აკადემიის სემინარი „7 ნაბიჯი ეფექტურობისკენ“ ქეთი ტყავაძესთან ერთად

30 დეკ 2016

კონკურენტული ბაზრის პირობებში, ყველა პროფესიონალი უნდა განვითარდეს, თორემ ბაზარს ჩამორჩება (Up or Out). დაძაბული მიზნებიდან, სამუშაო დატვირთვიდან და სტრესის დონიდან გამომდინარე, საუკეთესო მენეჯერებსაც კი არ ეძლევათ საშუალება კრიტიკულად შეაფასონ საკუთარი უნარები და განვითარებისთვის დასახონ  შესაბამისი ქმედებები. სემინარის “7 ნაბიჯი ეფექტურობისკენ” მიზანია მოკლე დროში დაგეხმაროთ, შეაფასოთ თქვენი მენეჯერული შესაძლებლობები, აღმოაჩინოთ გაუმჯობესების რეალური შესაძლებლობები და ზუსტად გაწეროთ მომავლის სამოქმედო გეგმა.

BOG PLUS

ვისთვისაა სემინარი

სემინარი განკუთვნილია ყველა მოქმედი მენეჯერისთვის, ვინც მიზნად ისახავს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას კარიერაში და ბიზნესში შემდგომი წარმატების მიღწევას.

რას მივიღებ სემინარში მონაწილეობით

სემინარის ფარგლებში, თქვენ გააანალიზებთ არსებულ მენეჯერულ უნარებს და დასახავთ მათი გაუმჯობესების სამოქმედო გეგმას შემდეგი მიმართულებებით:

  • პიროვნული და პროფესიული განვითარების პროცესი
  • მიზნების დასახვის და მათი შესრულების პრინციპები
  • პროდუქტიულობა და დროის მართვა
  • პრობლემების გადაჭრა
  • გადაწყვეტილებების მიღება
  • ინოვაციები – ტექნოლოგიური საშუალებები
  • კომუნიკაციის უნარის განვითარება და DISC მეთოდოლოგია

თქვენ გაიცნობთ საუკეთესო ქართველ პროფესიონალ მენეჯერებს სხვადასხვა სფეროდან, რომლებთან ურთიერთობა და გამოცდილების გაზიარება არის ტრენინგის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილი.

კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე მიიღებს მართვის აკადემიის შესაბამის სერთიფიკატს.

დეტალები იხილეთ მართვის აკადემიის ვებ გვერდზე: http://site.macademy.ge/7STEP

განხილვა