30
დეკ
2016

ტრენინგი მართვის აკადემიაში – მართვის თანამედროვე მეთოდები ქეთი ტყავაძესთან ერთად

30 დეკ 2016

ჩვენს რეალობაში ბევრი ადამიანი მენეჯერულ ცოდნასა და უნარებს მხოლოდ სამუშაო პრაქტიკაზე დაყრდნობით იქმნის. დაძაბული მიზნებისა და ცვალებადი გარემოს პირობებში, ახალგაზრდა მენეჯერებს, ხშირად არ აქვთ საკმარისი დრო და საშუალება, გაიმყარონ თეორიული ცოდნა და იმუშავონ შესაბამისი უნარების განვითარებაზე.
მართვის თანამედროვე მეთოდების ტრენინგის მიზანია მსმენელების მენეჯერული ცოდნისა და უნარების განვითარება, რაც კარიერული და პროფესიული წინსვლის საწინდარია.

BOG PLUS

ვისთვისაა კურსი
კურსი განკუთვნილია დამწყები და მოქმედი მენეჯერებისთვის, ვინც მიზნად ისახავს თავისი გუნდების მოტივაციისა, ეფექტიანობის გაუმჯობესებას და პროფესიული ცოდნის მიღებას მართვის (მენეჯმენტის) საკითხებში.

რას მივიღებ კურსის გავლით
კურსის გავლის შედეგად მსმენელები ნათელ წარმოდგენას ჩამოიყალიბებენ ეფექტიანი მართვისთვის (მენეჯმენტისთვის)აუცილებელი უნარებისა და ცოდნის შესახებ; უკეთ შეძლებენ შეიმუშავონ მისაღწევი შედეგის ხედვა; დახვეწონ ქვეშევრდომებისთვის მიზნების დასახვის, დელეგირების და კონტროლის მექანიზმები; მოემზადონ თავისი გუნდების მეტად შეკავშირებისა და უკეთ მოტივირებისთვის; გააუმჯობესონ უკუკავშირის (მადლობები და შენიშვნები) კომუნიკაციის ტექნიკა; გამართონ კომუნიკაცია ზემდგომებთან.

კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე მიიღებს მართვის აკადემიის სერთიფიკატს.

დეტალები იხილეთ მართვის აკადემიის ვებ გვერდზე: http://macademy.ge/Trainings-Management-Fundamentals/

განხილვა