30
დეკ
2016

მართვის აკადემიის “პროექტის მართვის ტრენინგი” ვანო ნადირაძესა და ლელა მაჩაიძესთან ერთად

30 დეკ 2016

მართვის აკადემიაში პროექტის მართვის ტრენინგი უკვე წლებია მიმდინარეობს და ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტრენინგია. ტრენინგს უძღვებიან ვანო ნადირაძე და ლელა მაჩაიძე. ორივე  მათგანი ფლობს  პროექტის მართვის პროფესიონალის ხარისხს PMP-ს და აქვთ  სხვადასხვა ტიპის პროექტების მართვის  10  წლიანი გამოცდილება.

BOG PLUS

პროექტის მართვა 

კურსის მიზანია მონაწილეებისთვის,როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავება, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარება. კურსის თეორიული ნაწილი აგებულია ფართოდ აღიარებულ PMI მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით (Project Management Institute – www.pmi.org), ხოლო – პრაქტიკული ნაწილი ქართული და საერთაშორისო პროექტების მაგალითებითაა გაჯერებული.

 ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის, ბიზნეს, სახელმწიფო და არასამთავრებო სექტორში დაკავებული პროექტის მენეჯერებისთვის და პროექტის სხვა მონაწილეებისთვის, რომლებიც საჭიროებენ პროექტის მართვის მეთოდოლოგიისა და საშუალებების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას.

რას მივიღებ კურსის გავლით

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ გააანალიზონ და გადაჭრან ის სირთულეები, რომლებიც უკავშირდება პროექტების წარმატებით განხორციელებას. შეძლებენ მიიღონ პასუხი შემდეგ მთავარ კითხვებზე:

  • რა არის პროექტი?
  • ვინ არიან პროექტის მთავარი და სხვა მონაწილეები?
  • როგორია წარმატებული პროექტი და რა უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად?
  • როგორ ვმართოთ პროექტის პრიორიტეტები?
  • რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და რა დაგვჭირდება ამისთვის?
  • როგორ ვმართოთ პროექტის გუნდი?
  • როგორ ვმართოთ პროექტის რესურსები?
  • როგორ ვაკონტროლოთ პროექტი და მისი შედეგები?

კურსის ფარგლებში მონაწილეები, საკუთარი კომპანიების და განყენებულ ბიზნეს-ქეისებზე დაყრდნობით, დაამუშავებენ შემდეგ საპროექტო დოკუმენტებს:

  • წესდება (Project Charter)
  • შინაარსი (Project Scope Statement)
  • WBS (Work Breakdown Structure) & WBS Dictionary – MindManager-ის დახმარებით
  • გეგმა-გრაფიკი (Schedule) – MS Project-ის დახმარებით
  • ბიუჯეტი (Budget) – MS Excel
  • კომუნიკაციის გეგმა (Communication Plan)

ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე მიიღებს მართვის აკადემიის შესაბამის სერთიფიკატს.

დეტალებისთვის გთხოვთ ეწვიოთ მართვის აკადეემიის ვებ გვერდს:  http://site.macademy.ge/Trainings-ProjectManagement/

განხილვა