შოტლანდიური ვისკის ბრენდი Macallan 200 წლის ხდება, რასაც იმერსიული კამპანიით აღნიშნავს და მომხმარებლებს დროში ამოგზაურებს. ალტერნატიულ სამყაროში მიჰყავს, სადაც დრო უჩვეულოდ გადის, ბუნება კი იმას ინახავს, რაც ყველაზე ღირებულია. ფილმში ხაზს უსვამენ ბრენდის კავშირზე გარესამყაროსთან, რა დროსაც განსხვავებულ პერსონაჟებს, ცხოველებსა თუ მცენარეებს გვაცნობენ:
ხოლო, თუ თავად გსურთ ამ იმერსიული თავგადასავლის გამოცდა, Macallan-ის ვებგვერდს უნდა ესტუმროთ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის…
კამპანიას მხოლოდ ამ ფორმით კი არა, 3D ბილბორდებითაც გვთავაზობენ, რომლებიც მსოფლიოს არაერთ წერტილში დაგხვდებათ. აი, აქ კი უკვე კინემატოგრაფიულ კადრებს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდ ქალაქებში წარადგენენ, მათ შორის ნიუ-იორკის Penn Station-ზე, ლონდონის Piccadilly Circus-ში და ლას-ვეგასის სფეროში, ასევე ჩინეთში, ჰონგ-კონგსა და ტოკიოში…