Macallan-მა და Bentley-მ ვისკის 50 000 დოლარის ღირებულების ბოთლი წარმოადგინეს, რომელიც ხელოვნების ნიმუშს უფრო წააგავს, ვიდრე ჩვეულებრივ პროდუქტს. აბსტრაქტული, ძვირფასი ქვის მსგავსი ძირითადი ნაწილით დაწყებული, დახვეწილი გარსით დასრულებული, დიზაინი საკმაოდ მიმზიდველი და დახვეწილია. თანაც ბოთლი აერთიანებს მინას, ხეს, ალუმინს, სპილენძსა და ტყავს.
Macallan Horizon-ის ბოთლი ორი ნაწილისგან შედგება — შუშის ჭურჭელი, რომელშიც ვისკია მოთავსებული; და სპილენძისა და ხის გარსს. გრეხილი შუშა ალუმინის ლენტითაა გარშემორტყმული, რაც ბენტლის მანქანებში გამოყენებულ ალუმინს ეხმიანება სიმბოლურად.
„გამოცდილი, ტრადიციული მინის დამზადების ტექნიკის გამოყენებით, რომელიც თანამედროვე წარმოების ფართო მიდგომას ერწყმის, ასეთი გამორჩეული დიზაინი მივიღეთ. თანაც მთელი პროცესის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ტესტირების მკაცრს პროცესს, რათა ყველაზე ამბიციური პროდუქტის სრულყოფილი სახე მიგვეღო“, — განმარტავს ჟაუმ ფერასი, Macallan-ის კრეატიული დირექტორი.