in

საქართველოში განხორციელებული Porsche Macan-ის კამპანიის საერთაშორისო წარმატება და პირველი ადგილი!

„პორშე ცენტრი თბილისის“ მიერ ახალი მოდელის Porsche Macan-ის საპრეზენტაციო კამპანიამ ბრენდის გლობალური ოფისის მიერ გამოცხადებულ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. 

კონკურსი „პორშეს“ გლობალურმა ოფისმა ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის ცენტრალური და Diana Velengurskaiaაღმოსავლეთ ევროპის 26 ქვეყანაში გამოაცხადა. “პორშე ცენტრ თბილისს” საქართველოში “თეგეტა მოტორსის” შვილობილი კომპანია “თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი” წარმოადგენს.

დიანა ველენგურსკია (“თეგეტა მოტორსის“ პიარ მენეჯერი): Porsche-ს გლობალური ოფისის გადაწყვეტილებით, „პორშე ცენტრი თბილისის“ მიერ განხორციელებულმა მარკეტინგულმა კამპანიამ „ინდონეზიური ვეფხვის“ საქართველოში ჩამოყვანის თემაზე, Porsche Macan-ის საპრეზენტაციო კამპანიების კონკურსში მონაწილე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. აღნიშნული კონკურსი „პორშეს“ გლობალურმა ოფისმა აღნიშნული კონკურსი „პორშე“ს ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 26 ქვეყანაში გამოაცხადა.

M: როგორ შეიქმნა კონცეფცია და როგორ დაიგეგმა ეს კამპანია? 

„პორშეს“ ახალი მოდელის სახელი – Macan ინდონეზიური წარმოშობისაა და “ვეფხვს” ნიშნავს. ამიტომ, გლობალური ოფისის წარმომადგენლებმა ახალი მოდელის მსოფლიოსთვის წარსადგენად მონაწილე ქვეყნებს მიაწოდეს კონცეფცია, რაც გულისხმობდა ავტომობილის პრეზენტაციისთვის, „პორშესთან“ ასოცირებული ყუთის, როგორც ერთგვარი სარეკლამო ატრიბუტიკის გამოყენებას ხალხმრავალ ადგილებში. ყუთს უნდა ემცნო მსოფლიოსთვის ახალი მოდელის ბაზარზე გამოსვლა. მონაწილეებს თავისუფლად შეეძლოთ იდეების განვითარება და შთამბეჭდავი კამპანიების განხორციელება საკუთარ ქვეყნებში.

M: როგორ გახდა „პორშე ცენტრ თბილისის“ კამპანია „პორშეს“ გობალური ოფისის რჩეული?

საქართველოში ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, „პორშე ცენტრ თბილისმა“ საზოგადოებას სრულიად განსხვავებული კამპანია შესთავაზა. კომპანიამ ყუთის იდეა ორიგინალურ, საინტერესო და დამაინტრიგებელ „თიზერად“ აქცია და ყუთის გახსნის დღემდე მომხმარებლისთვის საიდუმლოდ დატოვა.

საზოგადოების დაინტერესებისთვის მნიშვნელოვანი იყო ისტორია, რომელსაც ხალხი დაიჯერებდა, ან თუ არ დაიჯერებდა, დაინტერესდებოდა საინტერესო წინასწარი კამპანიით. ამიტომ, „პორშე ცენტრი თბილისის“ წარმომადგენლებმა გვერდი აუარეს და შეცვალეს პორშეს უამრავი რეკომენდაცია, რაც გარკვეულ რისკთანაც იყო დაკავშირებული. ქართველების კამპანია „ინდონეზიური ვეფხვის“ საქართველოში ჩამოყვანის თემაზე აიგო. „პორშე ცენტრი თბილისის“ მიერ ანონიმურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყუთი გერმანიიდან თბილისში, სპეციალური ამანათის სახით ჩამოვიდა და მასში ინდონეზიური წარმოშობის ვეფხვი ბინადრობდა.

porshe1

სათაო ოფისის რეკომენდაციებს არ შეესაბამებოდა, ასევე, კამპანიაში ცოცხალი ცხოველის გამოყენება. თუმცა, ქართველების იდეებმა გაამართლა და კამპანიის მსვლელობით დაინტრიგებული „პორშეს“ გლობალური ოფისის წარმომადგენლები ყუთის გახსნის დღისთვის თბილისს ეწვიენ. საბოლოოდ კი, ხანგრძივი განხილვის შემდეგ, კამპანიიდან რამდენიმე თვეში, სათაო ოფისმა სხვადასხვა კრიტერიუმით შეაჯამა მონაწილე ქვეყნების განხორციელებული კამპანიები. გამარჯვებულად კი საქართველო და „პორშე ცენტრი თბილისი“ დაასახელა.

M: როგორ განხორციელდა კამპანია?

16 დღიანი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ყუთთან მიახლოების დროს გაღიზიანებული ვეფხვის ღრიალი ისმოდა, სოციალურ ქსელებში კი, კამპანიის ორგანიზატორების მიერ, სხვადასხვა ანონიმური ვიდეო მასალაც გავრცელდა, სადაც კარგად ჩანდა ყუთთან ხორცის ნაჭრით მიახლოებისა და თბილისი მოლში მოსიარულე ნამდვილი ვეფხვის რეალური კადრები. Porsche Macan შესახებ საქართველოში დიდი ინტერესი შეიქმნა.

(სრული კამპანია შეგიძლიათ იხილეთ აქ)

M: კიდევ რომელი ქვეყნის წარმომადგენლობების კამპანიები იყო გამორჩეული?

კონკურსის მეორე ადგილი ბულგარეთმა მოიპოვა, მესამე ადგილი კი ლიტვამ და ლატვიამ გაინაწილეს.
ბულგარეთი:

ლიტვა და ლატვია:

“გამხადე თუ შეგიძლია” – თათია ფილიევას მორიგი ვიდეოპროექტი

BMW M4-ის არანორმალური ექსპერიმენტი!