ლონდონელმა დიზაინერმა, ალექსის ბერჯესმა ვისკის ახალი კოლექციისთვის კრეატიული დიზაინი შექმნა, რომლის შთაგონებადაც შექსპირის „მაკბეტი“ იქცა. როგორც თავად აღნიშნავს, სასმელების შეფუთვების დიზაინზე მრავალწლიანი მუშაობისას ერთი საინტერესო რამ აღმოაჩინა: ამ ინდუსტრიასა და „მაკბეტს“ შორის მრავალი პარალელი არსებობს, თავისი ერთგულების თუ კოლექტიური ძალისხმევის ისტორიებით და ამავდროულად, ამბიციურობით.
ასე დაიბადა „მაკბეტით“ ინსპირირებული ვისკის ბრენდი. კოლექცია 42 სახეობას მოიცავს, რომელზეც Elixir Distillers-მა იზრუნა. თითოეულ ბოთლზე კი ტრაგედიის სხვადასხვა პერსონაჟის ალეგორიაა გამოსახული, თანაც ცხრა აქტის მიხედვით. ილუსტრაციების შესაქმნელად, ბერჯესმა კვენტინ ბლეიკი მოიწვია. თავის მხრივ, ბლეიკმა გადაწყვიტა, პერსონაჟებისთვის საკუთარი რეინტერპრეტაციით წარმოედგინა.
ფაქტი, რომ ვისკის ბოთლებზე გამოსახული გმირები ჩიტების სახით არიან წარმოდგენილნი, შესაძლოა, თავდაპირველად უჩვეულოდ მოგეჩვენოთ… თუმცა როგორც ბერჯერსი აღნიშნავს, ეს ჩვეულებრივი სასცენო მომენტია.