in

გიორგი დანელია: „ესაა ლეპტოპი, რომელიც ყოველთვის თან მაქვს, ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში“

როგორ ასწრებს ამდენ რამეს? – რამდენჯერ გიფიქრიათ ასე საქმიან ადამიანზე? მართლაც, ციფრული ინდუსტრიის ეპოქაში, როდესაც ჩვენი ყოველდღიურობის დიდ ნაწილს ეკრანთან ვატარებთ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ უამრავ ამოცანას ისე, რომ არც გადაადგილებაში და არც პერფორმანსში შეგვეშალოს ხელი? როგორც აღმოჩნდა, საქმიანი ადამიანისთვის, რომელიც ციფრულ მოწყობილობებთან მეგობრობს, ტექნოლოგიური მხარდაჭერა დიდ როლს თამაშობს. რა გასაკვირია, რომ ყველაზე აქტიურად მოხმარებად გაჯეტებს შორის, ერთ-ერთ პირველ ადგილს ლეპტოპს მივანიჭებთ ხოლმე.

ალბათ, არაა გასაკვირი, იმ პირობებში, როდესაც სულ „გადარბენაზე ვართ“, საიმედო ტექნოლოგიურ მოწყობილობას უდიდესი როლი აქვს ჩვენს ყოველდღიურობაში. პანდემიის დასაწყისიდან მოყოლებული, სამუშაო კულტურის ცვლილებასთან ერთად, მთელი მსოფლიო მიეჩვია დისტანციურად მუშაობას და ხშირად დავინახავთ ლეპტოპთან მომუშავე ადამიანებს კაფეებში, ბუნებაში და ტრანსპორტშიც კი. შესაბამისად, ისეთი ლეპტოპი, რომელსაც „ჩადებ ჩანთაში და სულ თან დაატარებ“, ღირებული მეგზური იქნებოდა.

ჩვენ დავინტერესდით, როგორია საქმიანი ადამიანების არჩევანი, როცა საქმე ლეპტოპს ეხება. ამ კითხვით მივმართეთ ვლოგერს, რომლის ყოველდღიურობაც ექტრემალური თავგადასავლებითაა სავსე და მოკლე დროში უამრავი საქმის მოსწრება ესაჭიროება, რისთვისაც MacBook Air-ს ირჩევს. როგორც მოსალოდნელი იყო, მისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ლეპტოპის მოხმარებისას, ტექნიკური ხარვეზების მოწესრიგება არ უწევდეს:

„ჩემი პროფესია ტექნოლოგიებთან და გაჯეტებთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ბუნებრივია ყოველთვის ვცდილობ მძლავრი და მოსახერხებელი მოწყობილობები მქონდეს. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება კამერა, სმარტფონი თუ ლეპტოპი. ამ შემთხვევაში კი შემთხვევაში, მის სიმძლავრესთან ერთად, მისი პრაქტიკულობა და კომფორტულობაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ლეპტოპთან გვაქვს საქმე.

MacBook Air-მდე, ლეპტოპებთან მუშაობა ხშირ შემთხვევაში იყო უამრავი დროის კარგვა, სტრესი, ნერვიულობა. წარმოიდგინე, რომ აკეთებ საქმეს, მოსასწრები გაქვს პროექტი, გაჭედა პროგრამამ ან ინტერფეისმა და სანერვიულო გაგიხდა. ეს ყველაფერი მაკბუკთან მეგობრობამ სრულიად დამავიწყა.“

ჩვენ დავინტერესდით, თუ რა პრინციპით არჩევს ლეპტოპს გიორგი დანელია და როგორც აღმოჩნდა ის ამ რამდენიმე საკვანძო კრიტერიუმს ითვალისწინებს. მისთვის უმთავრესია ეკრანის ხარისხი, რადგან სწორედ ესაა ლეპტოპთან შეხების საკვანძო წერტილი მომხმარებლისთვის. ამას გარდა, უპირატესობას ლეპტოპის სიმძლავრეს ანიჭებს, რაც დიდი რაოდენობის ფოტო-ვიდეო კონტენტის შეუფერხებლად დამუშავების შესაძლებლობას მისცემს.

Apple-ის პროდუქციასთან დამეგობრება გიორგი დანელიამ iPhone-ით დაიწყო. iOS ოპერაციული სისტემა იმდენად კომფორტული აღმოჩნდა, რომ უკვე მერამდენე წელია, MacBook-თან ერთად მოგზაურობს.

„ზოგადად, ცხოვრებაში ახლის ცდა ყოველთვის მიყვარს. ბავშვობიდან სხვა ლეპტოპები მქონდა, სხვა ოპერაციულ სისტემაზე ვიყავი მიჩვეული. თუმცა, იმ დღიდან, როდესაც MacBook-ზე გადავედი, მაშინვე მომეწონა და შევეჩვიე. iOS სისტემაში ყველაზე მეტად მომწონს სტაბილურობა, ეს ეხება MacBook-საც და სმარტფონსაც. MacBook იმდენად ჰარმონიულად მუშაობს, რომ ყოველთვის გარანტირებული მაქვს სტაბილური მუშაობა. მომწონს, რომ ეს ლეპტოპი არასოდეს ჭედავს, არ სჭირდება რაღაცების წაშლა და ხელახლა დაყენება, დაცულია ვირუსებისგან. არის საიმედო, სუფთა, სადა და მძლავრი მოწყობილობა, რომელიც არასოდეს გაგიჭედავს.

ამასთან, MacBook Air არის ძალიან მოსახერხებელი, კომფორტული და მსუბუქი ვიზუალურადაც. საინტერესოა, რომ თუკი იქამდე ლეპტოპი სახლში ან ოფისში მედო ხოლმე, მაკბუკის შეძენის შემდეგ, არ ყოფილა შემთხვევა, რომ თან არ მეტარებინოს, იმდენად კომპაქტურია. ყოველთვის თან მაქვს და ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში, ყოველთვის მაკთან ვმუშაობ“.

თქვენს ყოველდღიურობაში, რა როლი აქვს ლეპტოპს? რა გარემოდან მუშაობთ ყველაზე ხშირად? რას ანიჭებთ უპირატესობას, მისი შერჩევისას? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილება.

MacBook-ის ფუნქციებს დეტალურად კომპანიის ავტორიზირებული დისტრიბუტორის, iSpace-ის საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

[R]

„თეგეტა ქარს“ Unicef-ისა და BTU-ს საგანმანათლებლო პროექტში ერთვება

რა არის ჰალუცინაცია?