in

Macbook-ის სატელევიზიო რეკლამა სტიკერებით

TBWA\Media Artist Lab-იმ  და კომპანია Apple-იმ შექმნეს ახალი სარეკლამო რგოლი, რომელშიც მხოლოდ სტიკერები და Macbook Air-ია.

30 წამიან ვიდეოში  იელვებს ცათამჯენები, პირამიდები, პოპულარული ფილმების და მულტფილმების პერსონაჟები: “Breaking Bad”, “Batman”, “Simpsons”, “Ice Age” და სხვა. მაგრამ ყველა ეს სტიკერი კომპანიის ლოგოსთანაა დაკავშირებული, რომელიც ნოუთბუკის სახურავზეა.

ყოველი სტიკერი მომხმარებლის ინდივიდუალურობას და გემოვნებას ასახავს. რგოლის ბოლოს ჩნდება წარწერა “ნოუთბუკი, რომელიც ხალხს უყვარს”. სტიკერების ნახვა Apple-ის ოფიციალურ საიტზე შეიძლება.

მომხმარებლებმა ძალაუნებურად რგოლი Google Play-ს რეკლამას შეადარეს, სადაც ცენტრალური ელემენტი კომპანიის ლოგოტიპია.

http://youtu.be/5DHYe4dhjXw

http://youtu.be/j-OAOOqvIZw

http://youtu.be/gwqQydF_voo

„საქართველო – სიცოცხლის ქვეყანა“ – ახალი იმიჯი მსოფლიოსთვის

ზოგს ძალიან უყვარს თავისი მანქანა! აჩი არველაძე და თიკა ფაცაცია სოკარის ახალი საწვავის რეკლამაში