რამდენიმე საათის წინ, Apple-მა MacBook Pro-ს ახალი მოდელი წარადგინა. კომპიუტერს აქვს Retina-ს 16 ინჩიანი მონიტორი რეზოლუციით 3072×1920. მანამდე კომპანიამ 15 ინჩიანი MacBook გამოუშვა, თუმცა, მასთან დაკავშირებით მომხმარებლებს არაერთი პრეტენზია ჰქონდათ. მათი უკმაყოფილება, ძირითადად, კლავიატურას უკავშირდებოდა. TechCrunch-ის ცნობით, ახალ MacBook-ში აღმოფხვრილია ხარვეზები, კერძოდ, მას აქვს უფრო დიდი ეკრანი, უკეთესი ელემენტი და კლავიატურა, რომელსაც აქვს Escape ღილაკი, სენსორული პანელი Touch Bar და Touch ID.
16 დიუმიანი MacBook Pro-ს ფარგლებში, Apple ორი სახის კონფიგურაციას გვთავაზობს, ეს არის 6 ბირთვიანი i7 პროცესორი და i9, 8 ბირთვიანი „ინტელის“ პროცესორი. ეს იგივე პროცესორებია, რითაც 15 ინჩიანი MacBook Pro გამოვიდა, თუმცა, პროცესორის ტიპი აქ მთავარი თემა როდია. აქ უფრო მთავარია მოწყობილობის მეხსიერება. ეს არის 16GB-იანი, 2666MHz DDR4 ოპერაციული მეხსიერება და 512GB ან 1 ტერაბაიტიანი SSD. საინტერესოა, რომ მაქსიმალური მონაცემები, რომელიც ამ მოდელს აქვს, იმაზე გაცილებით მაღალია, რაც აქამდე Apple-ს შემოუთავაზებია. ეს არის 64 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 8 ტერაბაიტიანი მეხსიერება მყარ დისკზე (SSD). მაქსიმალური მონაცემებით, MacBook Pro-ს ფასი 6099 დოლარი იქნება.
კვირის ბოლომდე, ახალი MacBook Pro აშშ-ში, Apple Store-ს მაღაზიებში გამოჩნდება, შემდეგ კი გაყიდვები დაიწყება სხვა ქვეყნებშიც. მისი ფასი კი $2,399-დან დაიწყება.