in

შესაძლოა, Apple-მა Macbook-ზე მანათობელი ლოგო დააბრუნოს

ადრე Macbook-ის მომხმარებლებს მანათობელი ლოგოს დახმარებით სხვებისგან მარტივად გამოარჩევდით, ზოგი მომხმარებელი ამ საკითხის მიმართ მეტად სენტიმენტალურადაც არის განწყობილი, თუმცა 2015 წლის შემდეგ ეს ლოგო აღარავის უნახავს. ამის მიზეზად კი Macbook-ის თხელ დიზაინს ასახელებენ, რაც მასში მანათობელი ლოგოს მოთავსებას ართულებდა… 

BOG
BOG

ალბათ, ისიც გახსოვთ, რომ Apple-მა სულ ახლახან iPhone 4-ის ბრტყელი ჩარჩო დააბრუნა, რაც შემდეგი კითხვის დასმის საშუალებას გვაძლევს — დააბრუნებს თუ არა Apple მანათობელ ვაშლს Macbook-ზე? კარგი ამბავი კი ის არის, რომ ამის ვარაუდის საფუძველი ნამდვილად გვაქვს. აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ოფისის (USPTO) მიერ გამოქვეყნებული ახალი პატენტი, რომელიც კომპანიამ ჯერ კიდევ მაისში მოითხოვა, მოწმობს, რომ ეს ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გახდეს.

დიზაინი, სახელწოდებით Electronic Devices With Backlit Partial Mirror Structures, გამოიყენება ელექტრონიკისთვის, რომელიც ლითონის, მინის, პოლიმერის, კერამიკის, ბოჭკოვანი კომპოზიტური კომპონენტებისა და კრისტალური მასალებისგან მზადდება. მსგავსად კი, მეტად სავარაუდო ხდება, რომ Apple განათებულ ლოგოებს მხოლოდ MacBook-ებისთვის დააბრუნებს. მათივე თქმით, ლოგო კორპუსის უკან მხარეს უნდა განთავსდეს, რომელიც ნაწილობრივ ამრეკლავი სარკით იქნება განათებული.

„სარკემ შეიძლება ლოგოს ან სხვა სტრუქტურებს მბზინავი გარეგნობა მისცეს, ინტერიერის კომპონენტებს კი იგი მხედველობიდან დაბლოკავს. ამასთან, სარკის ნაწილობრივი გამჭვირვალობა საშუალებას აძლევს მოწყობილობას, მის შიგნით არსებულმა სინათლემ სარკეში გაიაროს… სარკეს კი ნეიტრალური, ღია ნაცრისფერი ან არანეიტრალური ოქროსფერი ექნება, — აცხადებენ Apple-ში.

კომპანიის თქმით, სარკეზე მხოლოდ ერთი ძალიან თხელი ფენის გამოყენება შეიძლება, რათა სინათლის იდეალური არეკვლა, გადაცემა და შთანთქმა მოხდეს. Apple-მა ისიც აღნიშნა, რომ თავის 3 ინჟინერს ახალი იდეები უკვე აქვს, თუ როგორ უნდა დაინერგოს მანათობელი ლოგოები MacBook-ებში ხელახლა. ამბობენ, რომ მინი LED-ები ტრადიციული LED-ების ნაცვლად შეიძლება გამოიყენონ, თუმცა ეს საკმაოდ ძვირი იქნება…

საინტერესოა ისიც, რომ პირველი Mac ლეპტოპი Apple-ის განათებული ლოგოთი 1999 წელს გამოვიდა და ეს 16 წლის მანძილზე გაგრძელდა, ერთადერთი ცვლილება მხოლოდ ლოგოს ამობრუნება იყო, რადგან იგი სხვებს სწორად დაენახათ… თუმცა უკვე 2015 წლიდან კომპანიამ მანათობელი ლოგოების ამოღება დაიწყო, ულტრა თხელი 12-დიუმიანი MacBook წარმოადგინა, რომელსაც უკვე პრიალა მეტალის ლოგო ჰქონდა. 2016 წელს MacBook Pro მოდელების ახალი თაობაც ამ ტენდენციას მიჰყვა… ახლა კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, შემოგვთავაზებს თუ არა Apple მანათობელ ლოგოებს მომავალში.

მეცნიერებმა „პლანეტის მკვლელი“ ასტეროიდი აღმოაჩინეს — ის მზის სინათლეში იმალებოდა

“Touch Summit” დიდი გეგმებით ბრუნდება!