“This is what I’m lovin’ in my Maki era” — McDonald’s საქართველოს მიმდინარე კამპანიაა, რომელიც ახალგაზრდული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ტენდენციას ეხმიანება.
კამპანიის კონცეფცია ეფუძნება ინსაითს, რომ ადამიანები საკუთარ ცხოვრებას სულ უფრო ხშირად სხვადასხვა „ერით“ აღწერენ – იქნება გამოცდების ერა, დედობის ერა, მარტო ცხოვრების ერა თუ ა.შ. ეს სიტყვა დღეს თვითგამოხატვის ერთ-ერთ ფორმად იქცა, რაც ადამიანების კონკრეტულ ემოციურ მდგომარეობას ასახავს.
სწორედ ამ დაკვირვებაზე დაყრდნობით, კამპანია უსვამს ხაზს მაკს, როგორც მუდმივს, რომელიც ყველას ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ნებისმიერ ასაკში. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ „ერაში“ იმყოფება ადამიანი, ცხოვრების ცვალებადობის მიუხედავად უცვლელი რჩება მაკი – მარტივი, სანდო გამოცდილება და მნიშვნელოვანი სიამოვნება, რომელიც ყოველდღიურობას განსაკუთრებულ მომენტებად აქცევს.
კამპანიის მთავარ ვიდეოში სხვადასხვა „ერაში“ მყოფი ადამიანები არიან წარმოდგენილი. განსხვავებული ცხოვრების სტილისა და დღის რეჟიმის მიუხედავად, მათ ერთი საერთო ემოციური გამოცდილება აერთიანებთ — ის მომენტი, როდესაც ყველაფერი უბრალოდ Hits The Spot.
კამპანიას გაგრძელება პროდუქტის მხარესაც აქვს. ამ ნაწილში ბრენდმა მაკის მომხმარებლებისთვის უკვე ნაცნობი და საყვარელი როიალ ჩიზბურგერი ახალი ვარიაციებით ორმაგ ზომაში შესთავაზა — ორმაგი ბბქ ბეკონ როიალი და ორმაგი ჩიზ ჩილი ბეკონ როიალი.

პროდუქტის გაშლას გამორჩეულობა შესძინა Pulp Fiction-ის ინტეგრაციამ — ფილმის ცნობილ სცენაში პერსონაჟები საუბრობენ McDonald’s-ის Quarter Pounder with Cheese-ზე (QPC), რაც ქმნის პირდაპირ კულტურულ ბმას პროდუქტთან. აღნიშნული რეფერენსი ლოკალურად ადაპტირდა როიალ ჩიზბურგერის კომუნიკაციაში, რამაც მას დამატებითი ხასიათი შესძინა და გააძლიერა კამპანიის საერთო გზავნილი.

კამპანიისთვის ასევე სპეციალურად შეიქმნა მუსიკა და ტიპოგრაფია, რომელიც თითოეულ „ერას“ ინდივიდუალურ იდენტობას სძენს და კამპანიის ემოციურ შინაარსს კიდევ უფრო აძლიერებს.
“This is what I’m lovin’ in my Maki era” არის პლატფორმა, რომელიც ხაზს უსვამს ინდივიდუალურ გამოცდილებებსა და ბრენდის უნივერსალურ ღირებულებას – იყოს მუდმივი, ხელმისაწვდომი სიამოვნება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. ბრენდის მთავარი მესიჯიც „აი, რა მიყვარს” ამ კამპანიაშიც სწორედ ამ ფორმით ითარგმნა – „აი, რა მიყვარს ჩემს მაკის ერაში”, რაც ზუსტად ასახავს იმ ემოციას, რასაც მაკი ქმნის ყოველდღიურად ადამიანების ცხოვრებაში.
[პარტნიორის კონტენტი]











