8
Dec
2017

Maceo Plex და ქართველი არტისტების მულტიმედიური ინსტალაცია „სიზმარი“ ძველ იპოდრომზე!

8 Dec 2017

9 დეკემბერს თბილისში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ამერიკელი დიჯეი და პროდუსერი Maceo Plex დაუკრავს. ეს ღონისძიება Terminal Eventsისთვის რიგით მე-5 იქნება თბილისში. ღონისძიებაზე დაუკრავენ ქართული საკლუბო სცენის ვეტერანი არტისტები Tomma და Gio Shengelia.

 

ღონისძიების დაწყებამდე და კოსმიური მუსიკის ოკეანეში გადაშვებამდე კი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ღონისძიებაზე დასწრების მსურველებისთვის:

ღონისძიებისთვის შენდება სპეციალური სცენა და მონტაჟდება ფრანგული კომპანიის, L-Acoustics-ის ხმის სისტემაც

კარი გაიღება 22:00 საათზე , შესაბამისად გთხოვთ მოხვიდეთ ადრე, რათა არ მოგიწიოთ რიგში დგომა ან ღონისძიების მნიშვნელოვანი მომენტების გამოტოვება.

სპეციალურად ამ ღამისთვის, ეზოში დაგხვდებათ საფესტივალო გარემო, დამატებით შენობის მეორე ნაწილში კი შეგიძლიათ იხილოთ მულტიმედიური ინსტალაცია „სიზმარი“, რომელზეც ქართველმა არტისტებმა იმუშავეს.

შესვლისას გადმოგეცემთ სპეციალური სამაჯური, რომელიც ღონისძიების დასრულებამდე უნდა გეკეთოთ.

რეკომენდირებულია რომ არ დატოვოთ საფესტივალო ტერიტორია, ვინაიდან თავი აარიდოთ დაბრუნების შემთხვევაში წარმოქმნილ პრობლემას.

გთხოვთ თავი აარიდოთ ტელეფონებისა და ფლეშ სანათების გამოყენებას, რათა ეს ყველაფერი არ გახდეს შემაწუხებელი როგორც სტუმრებისთვის ასევე არტისტებისთვის.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ ბილეთები იყიდება შეზღუდული რაოდენობით, რაც იმას ნიშნავს რომ მანამდე თუ არა, ივენთის დღეს კარზე ყიდვისას ამოიწუროს. ბილეთები იყიდება ყოველ დღე ჰოსტელი ფაბრიკას რეცეფციაში საღამოს 6 საათიდან და ასევე საიტზე: eventer.ge

იხილეთ რუკა ღონისძების დეტალური ლოკაციისთვის.

 

განხილვა