in

„უბრალო“ ნივთების მრავალი კუთხით წარმოჩენის ხელოვნება — MacGuffin

MacGuffin — ეს არის ნიდერლანდებში დაარსებული ჟურნალი, რომელიც ინსპირაციული, პირადი, მოულოდნელი, ნაცნობი ან სრულიად იგნორირებული საქმის მოყვარულთათვის შეიქმნა.

დამოუკიდებელი გამოცემის დამფუძნებლები და რედაქტორები, კირსტენ ალჟერა და ერნსტ ვან დე ჰოვენი, ჟურნალის გამოშვების დროს გრძნობდნენ, რომ ინდუსტრია ზედმეტად ორიენტირებული იყო ახალზე და მომავალზე. მათი კონცეფცია კი უკვე არსებული საგნების პოპულარიზაციას და იმ მრავალმხრივი გზების წარმოჩენას ემსახურება, თუ როგორ შეიძლება მათი გამოყენება.

„გამოყენება არა მხოლოდ პრაქტიკული გაგებით, არამედ, როგორი გავლენა აქვს თითოეულ მათგანზე კულტურულ და სოციალურ-პოლიტიკურ გარემოს, რომელშიც იქმნება და განთავსდება“, — MacGuffin-ის მენეჯერი, ბენჟამინ მაკმილანი.

რედაქტორები გრაფიკულ დიზაინერ სანდრა კასენაართან ერთად მუშაობენ, რათა საინტერესო თემა აირჩიონ — ამავდროულად, საკმარისად ორაზროვანიც, რათა ბევრი ამბავი მოიცვას, რომელიც სუბიექტის ყოველდღიურ ცხოვრებაში ვითარდება. „ჟურნალის თითოეული ნომერი ცდილობს, მაქსიმალურად თემასა და ისტორიაზე იყოს ორიენტირებული. კონტენტი კარგად უნდა იქნას შემუშავებული, არ მხოლოდ ნაწერის, არამედ ფოტოებისა და ვიზუალის კუთხითაც. ამ მიზნით, გუნდი სხვადასხვა მწერალთან და მხატვართან მუშაობს, რათა საბოლოო შედეგი ძალიან კრეატიული იყოს“. 

მაგალითად, ჟურნალის უახლეს ნომერში, სახელწოდებით Chain, გუნდი „ყველაზე საკამათო ობიექტის“ მრავალგვარ გამოყენებას იკვლევს — დაწყებული ამულეტებით და ყელსაბამებით, დასრულებული ბორკილებით. ნომერში ასევე წარმოდგენილია ინიგო ლაგუდას, ჟაკლინ დე იონგის, ჰარის ბლონდმენის, შელტენს და აბბენესის, ოლივია აჰმედის, მესინას მონას, კაი ლობიაკასის და სხვათა სტატიები.

რაც შეეხება MacGuffin-ის მომავალს, გუნდი მუშაობს უამრავ პროექტზე, მათ შორის ახალი ვებგვერდსა და პოდკასტზე. შესაძლოა, ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ხედავდეთ, თუმცა, რეალურად, ამგვარი ჟურნალის არსებობა საზოგადოებას ეხმარება, ერთი შეხედვით უბრალო, მოძველებული და „სტანდარტული“ ნივთები განსხვავებული კუთხით დაინხოს. ეს ერთგვარი მცდელობაა, ყოველდღიური გამოყენების საგნები ხელოვნების ნიმუშების დონემდე ავიდეს — ვინ იცის, რას ფიქრობენ ახლა ფუტურისტები…

VISA-ს საერთაშორისო კამპანიას She’s Next თამარ მარკოზაშვილი შეუერთდა

Tesla-მ ამჯერად ნამდვილი რობოტი წარადგინა!