in

მშიერმა მაჩვმა ესპანეთის გამოქვაბულში რომაული მონეტები ამოთხარა

სავარაუდოდ, 90 მონეტა გაცილებით დიდი განძის ნაწილი უნდა იყოს

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, არქეოლოგები მადლობა უხდიან მშიერ მაჩვს, რომელმაც ასტურიას რეგიონში, გამოქვაბულში 209 ძველი რომაული მონეტა შეინახა… მონეტებს ცნობილი ფილომენას შტორმიდან რამდენიმე თვის შემდეგ მიაკვლიეს.

The Guardian-ის ცნობით, უჩვეულო ნალექი ცხოველებს საკვების პოვნას ურთულებს. ექსპერტების თქმით, მაჩვი, რომელიც თოვლში საკვების მოსაძიებლად “იჩიჩქნებოდა”, ლა კუესტას გამოქვაბულში არსებულ ბზარს წააწყდა, სადაც მონეტები იყო დამალული. იმედგაცრუებულმა ცხოველმა დაახლოებით 90-მდე მონეტა დატოვა თავისი ბუნაგის წინ და მათ ადგილობრივმა მცხოვრებმა მიაკვლია. ამის შემდეგ მან არქეოლოგები მოიწვია და ასტურიის კულტურის განყოფილებამ გამოქვაბულში გათხრები დაიწყო.

სპილენძისა და ბრინჯაოს მონეტები ჩვენი წელთაღრიცხვით III-V საუკუნეებით თარიღდება. ზოგიერთი მათგანი შორეულ ქალაქებში იჭრებოდა, მათ შორის კონსტანტინოპოლში, თესალონიკში, არლში, ლიონში, რომში, ლონდონში და ანტიოქიაში. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ძველმა ესპანელებმა საგანძური სუების, გერმანელი ხალხის შემოსევის დროს, ანუ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 409 წელს დამალეს.

“ვფიქრობთ, ეს არის სოციალური და პოლიტიკური არასტაბილურობის ასახვა, რომელიც რომის დაცემასა და ბარბაროსთა ჯგუფების ჩამოსვლასთან ერთად წარმოიშვა ჩრდილოეთ ესპანეთში”, — განმარტავს ალფონსო პერასა, მადრიდის ავტონომიური უნივერსიტეტის არქეოლოგი და აღნიშნული გათხრების ხელმძღვანელი.

საგულისხმოა, რომ არქეოლოგები უკვე გეგმავენ შემდგომ გათხრებს, რადგან მათი აზრით, ეს 90 მონეტა გაცილებით დიდი განძის ნაწილია. “გვსურს, ვიცოდეთ, ეს ერთჯერადი თავშესაფარი იყო, თუ აქ ხალხის დიდი ჯგუფი ცხოვრობდა”, — ამბობს პერასა.

მოწინავე ჩეთბოტები დეპრესიასა და ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებას ავლენს — კვლევა

ვერტმფრენი Defiant X აშშ-ის საავიაციო შესაძლებლობებს გააუმჯობესებს