in

საით მიდის ციფრული დეველოპმენტი?

ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ საით ვითარდება ციფრული დეველოპმენტი, როგორც პროფესია. კონფიგურირებადი SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა როგორც სერვისი) პროდუქტები პროფესიულ როლებსა და დეველოპერების მხრიდან ცვლილებებისადმი მზაობის აუცილებლობაზე მიუთითებს.

დეველოპერული როლები უფრო ბუნდოვანი ხდება

პროგრამული უზრუნველყოფის სამყაროში გავრცელებული იყო სტრუქტურა, თუ ვინ რაზეა პასუხისმგებელი: დეველოპერები არადეველოპერების წინააღმდეგ, ბექ-ენდი vs ფრონტ-ენდი. ამ აზროვნებიდან, უფრო მოქნილი, შედეგზე ორიენტირებული მიდგომისკენ მივდივართ. სულ უფრო ხშირად შეხვდებით დიზაინერებს, რომლებსაც აქვთ დეველოპერული გამოცდილება თავიანთ პორტფოლიოში და ცდილობენ განახორციელონ საკუთარი იდეები. ასევე, არიან MBA კურსდამთავრებულები, რომლებიც ორგანიზაციაში საკუთარ სკრიპტებს წერენ Python-ში. გარშემო ხშირად გაიგონებთ, რომ ყველამ უნდა იცოდეს პროგრამირება – ჰოდა, ახლა სწორედ ეს დროა.

Low-code და no-code პრინციპი მაკრო ციფრული დეველოპმენტის ტრენდებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ეს უნარები ძალიან გამოგადგებათ ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Wix და Squarespace. დღევანდელი მარკეტინგის მენეჯერები უნდა სწავლობდნენ კოდინგს, თავის მხრივ, დღევანდელმა დეველოპერებმა შეიძლება აირჩიონ არსებული სერვისების კონფიგურაციაზე ორიენტირება.

მცირე პროექტებისთვის, კლიენტებისგან უფრო მეტია მოლოდინი, რომ დეველოპერების გუნდი სრულად გაუმკლავდება ფრონტ-ენდსაც და ბექ-ენდსაც. ასევე არის გარკვეული ბუნდოვანება დიზაინისა და ფრონტ-ენდის განვითარების როლებს შორის, განსაკუთრებით იმ შედეგებს თუ მოვიშველიებთ, რომელთა მიღწევაც შეგიძლიათ კონფიგურაციის საშუალებით. ტენდენცია მიგვანიშნებს, რომ ზოგიერთი ბარიერი იშლება და განმარტება იმის შესახებ, თუ ვინ პროფესიონალი დეველოპერი, სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.

SaaS პროდუქტები

კონვეის კანონის მიხედვით, როდესაც ორგანიზაცია ცდილობს სისტემის შექმნას, ის ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრუქტურას აირეკლავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს „კანონი“ ორმოცდაათ წელზე მეტია, რაც არსებობს, კვლავაც ძალიან აქტუალურია. ეს მკაფიოდ ჩანს CMS და ვებდეველოპმენტის სივრცეში. ეს დიდი, მონოლითური და რთული CMS ან ციფრული გამოცდილების პლატფორმები ვერ ინარჩუნებს მოქნილობას, სისწრაფესა და მოხერხებულობას, რაც მარკეტინგისა და IT გუნდებს ასე სჭირდებათ.

მოქნილობისა და სარგებლიანობისთვის, უფრო მეტად SaaS მიდგომა გამოგადგებათ. ის გულისხმობს მეტ განვითარებას, კონფიგურაციასა და ნაკლებ კოდირებას. პროგრამული უზრუნველყოფა უნდა შეესაბამებოდეს იმ ადამიანების მოლოდინს, რომლებიც თავად არ არიან დაკავებული დეველოპმენტით.

SaaS-ის პროდუქტებმა დაიწყეს waterfall მიდგომების შემცირება და ეს ტენდენცია მხოლოდ მოიმატებს. ზოგიერთი ამ პროდუქტის ხარისხი მაღალია. ეს ნიშნავს, რომ აღარ გაქვთ მიზეზი გქონდეთ პროექტი, სადაც გყავთ ბექ-ენდ დეველოპერი, ფრონტ-ენდი, ხანგრძლივი ვადები, დიდი ბიუჯეტი. სამაგიეროდ, შეგიძლიათ ორ კვირაში მზად გქონდეთ ძლიერი MVP და ეტაპობრივად გაზარდოთ მასშტაბები. შემდეგ, კი შეგიძლიათ ეჯაილ მეთოდი გადაწყვეტილებების მართვისას გამოიყენოთ.

დღევანდელი სიტუაცია დეველოპერებისგან მოქნილობასა და ფიკუსირებას მოითხოვს, საჭიროა, რომ ვიყოთ მოქნილები და ფოკუსირება გვქონდეს იმაზე, რაც საუკეთესო შედეგს მოგვცემს ვებგვერდზე, კონტენტის, გამოცდილებისა და ბიუჯეტის კუთხით.

პროგრამირების ენები იცვლება

აქამდე ციფრული დეველოპმენტის ტენდენციებზე ვსაუბრობდით. რაც შეეხება თავად კოდირებას, მას გადაშენება ნაკლებად ემუქრება. ის ინტეგრირდება სხვა დისციპლინებში. შესაძლოა, ვებდეველოპერი, როგორც პროფესია გაქრეს ან უფრო დამწყები სპეციალისტის დონეზე გადაინაცვლოს. ეს მაკრო ტენდენციების ციკლურობიდან მომდინარეობს – web2.0-ის დასაწყისში, პროგრამისტები მნიშვნელოვანი სპეციალისტები იყვნენ. ახლა კი, პარადიგმები იცვლება და ბაზარი ძირეულ ევოლუციას განიცდის.

ირაციონალური აურზაური, რომელმაც განსაზღვრა წინა ათწლეული, დაეჯახა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ამქვეყნიურ რეალობას. ბაზარი შემცირდა და დასტაბილურდა უფრო პროდუქტიული პროდუქტების სასარგებლოდ. მაგალითად, JavaScript სამყაროში VueJS და React გამოჩნდა, კონკურენტებთან ერთად (Ember, Knockout, Batman, Meteor, AngularJS, Backbone, lodash).

 

წყარო: browserlondon

ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

Budweiser ვალენტინობისთვის „ვარდების კამპანიით“ ემზადება