in

სხვა თემაა, როცა იცი რას ჭამ – მაკშაურმა

პატარა ნაბიჯით და უზარმაზარი მოტივაციით დაწყებული ამბავი

უამრავი ბრენდის წარმატების შესახებ გვსმენია ან წაგვიკითხავს, მაგრამ როცა ამ გზას ქართული კომპანია გადის, სულ სხვა თემაა.

ამბავი, რომელსაც დღეს მოგიყვებით, ერთი შეხედვით ჩვეულებრივ კვების ობიექტზეა, ორი ან მეტი შეხედვით კი, ყველაზე განსხვავებულ ფასტ ფუდ რესტორნების ქსელზე.

2009 წელს თბილისში, დიდი სიფრთხილით არჩეული ხორცით, ბოსტნეულით და რამდენიმე შეკვრა თხელი ლავაშით შეიქმნა – “მაკშაურმა”. როგორც მისი მფლობელი რამაზ ხარებავა იხსენებს, ეს იყო კვების ძალიან პატარა წერტილი ქალაქის გარეუბანში, რომელსაც თავიდანვე განზრახული ჰქონდა გამხდარიყო ბრენდი, რომელიც მომხმარებელს მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტს შესთავაზებდა.

“მაკშაურმა” ნელ-ნელა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და სირთულეების მიუხედავად განაგრძო ზრდა. მოგვიანებით, მათ შექმნეს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ხორცის დასამუშავებელი საწარმოები, სადაც დანერგილია HACCP სტანდარტზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სისტემა, გახსნეს ლავაშის საცხობები და იზრუნეს, რომ ბოსტნეული საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მეურნეობებში სპეციალურად მათთვის შეექმნათ.

მოკლედ, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დღეს ადგილზე გხვდებათ მაღალი ხარისხის, სანდო და ხელმისაწვდომი პროდუქტი.

უგემრიელესი მენიუს გარდა, მომხმარებელს ფილიალებში ხვდება საუკეთესო დიზაინერების მიერ შექმნილი თანამედროვე ინტერიერი და კომფორტული გარემო, სადაც სტუმრობა და იმის ჭამა რაც გიყვარს სასიამოვნო პროცესია.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი გვიყვება, “მაკშაურმას” მთავარი ცენტრი მომხმარებელი და მათი სურვილების გათვალისიწინებაა.

რა შედეგებზეც არ უნდა მეტყველებდეს გაყიდვების სტატისტიკა, ადამიანების შეფასება და მათგან მიღებული კომპლიმენტები ჩვენთვის ყველაზე დიდი სტიმულია” – აღნიშნავს რამაზ ხარებავა.

სწორედ მომხმარებლების გარშემო გაერთიანდა “მაკშაურმას” ახალი კამპანიის მთავარი კონცეფცია. ის მიზნად ისახავს, ყველა კატეგორიის ადამიანს უთხრას, რომ ბრენდი თითოეულ მათგანზე ზრუნავს, ერგება მათ მოთხოვნებს და წლებია არ ცვლის ყველაზე მნიშვნელოვანს – ხარისხს, რომელიც აქ მართლაც სხვა თემაა.

რამაზ ხარებავას თქმით, წარმატებისთვის ერთხელ გაკეთებული სწორი არჩევანი არ კმარა, ამისთვის საჭიროა მუდმივი შრომა და სწრაფვა განვითარებისკენ.

მის იდეას სრულად იზიარებს “მაკშაურმას” გუნდიც, რომელიც მიღწეულ მიზნებზე არ ჩერდება და მომხმარებელს უახლოეს მომავალში კიდევ ბევრ სიახლეს ჰპირდება.

[პარტნიორის კონტენტი]

კრისტოს ოცნება ასრულდა – პარიზის ტრიუმფალური თაღი ქსოვილით დაიფარება

კომპანიამ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ უნიკალური მუხის 1000 ნერგი დარგო