in

Macy’s – პირველი უნივერმაღი ნიუ-იორკში

დღეს, მას Macy’s-ის სახელით იცნობენ, თუმცა, სავაჭრო ქსელის პირვანდელი სახელი სხვა იყო. დღეს, კომპანიის ღირებულება $7.89 მილიარდია. კომპანიის შესახებ, შესაძლოა, არაერთხელ გსმენიათ კიდეც, თუმცა იცოდით, რომ ნიუ-იორკის პირველი უნივერმაღი იყო? დიახ, Macy’s-ის ისტორია საკმაოდ ძველია და ის სათავეს 1858 წლიდან იღებს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ანტრეპრენერმა როულანდ ჰასი მეისიმ, ნიუ-იორკში, მე-14 ქუჩასა და მე-6 ავენიუს კუთხეში, სხვა საგალანტერიო მაღაზიებთან ახლოს, საკმაოდ იაფად იქირავა მაღაზიისთვის ფართი. კომპანიამ, რომელსაც მაშინ R.H. Macy & Co. ერქვა, პირველსავე დღეს, $11.08 გამოიმუშავა, რაც დღევანდელ $300 დოლარზე მეტია.

პირველ წელს, გაყიდვების მოცულობა $85,000-ს შეადგენდა. მომდევნო წლებში, კომპანია გაფართოვდა და 11 შენობა დაიკავა, სამეზობლოში, სადაც ახალი განყოფილებები გახსნა და ფაქტობრივად, თანამედროვე უნივერმაღს ჩაუყარა საფუძველი.

1924 წლიდან, Macy’s-მ, მადლიერების დღესთან დაკავშირებით, ნიუ-იორკის ყოველწლიური აღლუმს დაუდო სათავე, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღონისძიების სახელითაა ცნობლი. პირველად, საზეიმო მსვლელობა 1947 წელს გადასცეს ტელევიზიით.

კომპანია აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს სწრაფად განვითარდა. ამის წინაპირობად ფართო რეკლამა და სწორი რეპუტაციული ღირებულებები იქცა. სავაჭრო მარკის ნაწილი – წითელი ვარსკვლავი – მისი დამფუძნებლის ტატუსგან გადაიტანეს.

1887 წელს, კომპანიის წილი ნათან და ისიდორ სტრაუსებმა შეიძინეს, ხოლო 1896 წელს, სრული კონტროლი აიღეს საკუთარ თავზე. მათ მაღაზია პირვანდელ მისამართზე დააბრუნეს და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს ფილიალების გახსნა.

მე-20 საუკუნის ბოლოს, Macy’s-ის ქსელი სხვადასხვა შტატში განსხვავებული სახელით ოპერირებდა. კომპანია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გარეუბნების სავაჭრო ცენტრებში განათავსა თავისი მაღაზიები.

1994 წელს, გაკოტრების შემდეგ, კომპანია Federated Department Stores, Inc.-ს შეუერთდა. 2007 წელს კი, მფლობელმა, რომელსაც სხვადასხვა კომპანია ჰქონდა ნაყიდი, სახელი Federated Department Stores, Inc. შეცვალა და Macy’s დაირქვა.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

რატომ დატოვეს ვიკინგებმა გრენლანდია?

„ჯპს” ახალგაზრდა კალათბურთელების მხარდამჭერი