13
May
2019

მოიწვიე ყველაზე მეტი მეგობარი და დაესწარი ევროპის საუკეთესო ახალგაზრდულ ფესტივალს

13 May 2019

კარგი ამინდი, მეგობრული ხალხი, უგემრიელესი საჭმელი, უამრავი ღირსშესანიშნაობა, ცნობილი ფეხბურთის კლუბები, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ღამის ცხოვრებისთვის და ფესტივალებისთვის – ეს მადრიდია. თუ დროის საინტერესოდ გატარება გინდათ, ესპანეთის დედაქალაქი ყოველთვის მზადაა, გიმასპინძლოთ.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდს სხვა ცნობილი ქალაქების მსგავსად, ღამის მერი არ ჰყავს, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქია, სადაც ღამის ცხოვრების განვითარება 4 ათწლეულზე მეტს ითვლის და განსაკუთრებით ცნობილი – მასშტაბური მუსიკალური ფესტივალებითაა. „მადრიდში არავინ მიაშურებს საწოლს, ვიდრე ღამეს არ მოკლავს“, – ამას ჯერ კიდევ  ჰემინგუეი წერდა.თუ გიყვართ მოგზაურობა და გიზიდავთ მუსიკალური ფესტივალები, გინდათ, ზაფხულში ახალი შთაბეჭდილებებითა და პოზიტიური ემოციებით დაიტვირთოთ, საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკი „სფეისი“ შესანიშნავ შანსს გაძლევთ, 11-13 ივლისამდე, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ, საუკეთესო ახალგაზრდულ მუსიკალურ ფესტივალად აღიარებულ – “Mad Cool 2019-ს“ დაესწროთ და დაუვიწყარი დღეები გაატაროთ.

The Chemical Brothers; Ms. Lauryn hill; Disclosure – ეს იმ არტისტების მცირე ჩამონათვალია, რომელთა მოსმენასაც 3 დღის განმავლობაში, 5 სხვადასხვა სცენაზე შეძლებთ.

გათამაშების წესები და პირობები ძალიან მარტივია. მასში მონაწილეობა კი ყველას შეუძლია, მათაც კი, ვისაც „სფეისში“ საკუთარი ანგარიში ჯერ გახსნილი არ აქვს. ამისთვის საჭიროა, აუცილებლად გახსნა სფეისში ანგარიში (თუ ჯერ არ გაქვს), 15 აპრილიდან 20 მაისამდე გაუზიარო შენს მეგობრებს შენი უნიკალური ბმული https://festival.space.ge და დაარეგისტრირო სფეისში. ვისი უნიკალური ბმულიდანაც ყველაზე მეტი ადამიანი გახსნის ანგარიშს „სფეისში“, მთავარ პრიზს მიიღებს – ფესტივალზე დასასწრებ და თბილისი-მადრიდი-თბილისის მიმართულებით 2 ბილეთს.მთავარი პრიზის მოგება უმარტივესია, მაგრამ თუ მაინც არ გამოგივიდა, არ იდარდო, შენ მაინც გაქვს სხვა საჩუქრების მიღების შანსი.

Iphone X 📱
Ipad mini 📲
Apple watch nike + ⌚
Apple watch series 4 ⌚
Airpod 🎧
JBL Speaker 📻
Wolt – ის 200 ლარიანი ვაუჩერი 🍱
tkt.ge – ის 200 ლარიანივაუჩერი 🎫

ამ პრიზებისთვის ნამდვილად ღირს, სცადო „სფეისი“, მით უმეტეს, ეს ძალიან მარტივია.
სფეისი“ პირველი ქართული აპლიკაციაა, რომელიც შენს ყველა საბანკო სერვისს ერთ, კომფორტულ მობილურ აპლიკაციაში აერთიანებს. ეს არის ბანკი, რომელიც ფილიალების, ქაღალდების, რთული და დამაბნეველი პროდუქტების, დაფარული გადასახადებისა და ბიუროკრატიის ნაცვლად, კომფორტულ ციფრულ მომსახურებას გთავაზობს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, 24/7-ზე.

პარტნიორის კონტენტი

განხილვა