15
May
2019

ყველაზე ცხელი ამბავი შენი საფესტივალო განწყობისთვის!

15 May 2019

საფესტივალო სეზონი დუღილს იწყებს – საუკეთესო პერიოდი ურთიერთობების, მუსიკისა და გართობის მოყვარულებისთვის, რომლებიც სწორედ ამ დროს, ერთხმად თანხმდებიან ხოლმე, რომ “We Are The People, That Rule The world!“ – დიახ, ჩვენ ის ადამიანები ვართ, რომლებიც მსოფლიოს ვმართავთ და ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ემოციების, მომენტის გაზიარების შესაძლებლობას… ამაში კი ისე არაფერი გვარწმუნებს ხოლმე, როგორც მუსიკალური ფესტივალები…ის, რომ მაგალითად, Empire of The Sun ფესტივალის მთავარ სცენაზე დგას, ან თუნდაც, The National, თუ ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავი BONOBO, The Chemical Brothers; Ms. Lauryn hill, Disclosure თუ The 1975, რომელიც გვეუბნება, რომ „გულწრფელობა საშიშია“ (“Sincerity is Scary“) და რომელსაც არ ვეთანხმებით… ეს ნიშნავს, რომ ისინი, ფესტივალის ენერგეტიკის შექმნის არა მთავარი მამოძრავებელი ძალა, არამედ, ერთ-ერთი ძალიან შემადგენელი ნაწილები არიან… ჩვენი სიამოვნების გამოხატვის ფორმებთან ერთად… რაც ფესტივალს ერთ მთლიან, ვეებერთელა „ჯადოსნურ ყუთად“ აქცევს ხოლმე. რადგან გაზიარების დროა სწორედ ახლაა! ჩვენ მომავალი მუსიკალური თავგადასავლის ყველაზე ცხელ ამბავს მოგიყვებით:HOLA MADRID! 11, 12 და 13 ივლისს, La Caja Mágica, რომელიც The Magic Box-ს, ანუ ჯადოსნურ ყუთს ნიშნავს, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ მუსიკალურ ფესტივალად აღიარებულ MAD COOL MULTI GENRE MUSIC FESTIVAL MADRID-ს უმასპინძლებს. 2 დღე, 5 სცენა, 30-ზე მეტი შემსრულებელი და ათი ათასობით მსმენელი, სხვადასხვა კულტურიდან.

გაზიარების უსაზღვრო შესაძლებლობებს რომ მივყვეთ, „ემოციების კუნძულამდე“ მისასვლელ ყველაზე მარტივ გზასაც მივაგნებთ, რაც ნიშნავს: “Space-ზე“ უნიკალური ბმულის პოვნასა და მეგობრებისთვის გაზიარებას https://festival.space.ge/. თუ 20 მაისამდე, შენი უნიკალური ბმულიდან, ყველაზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდება და ანგარიშს „სფეისში“ გახსნის, შენ მთავარ პრიზს – ფესტივალის 2 ბილეთსა და გასამგზავრებელ/უკან დასაბრუნებელ ავიაბილეთებს მიიღებ (წესები იხილე ბმულზე).ეს არ იქნება გამგზავრება კონკრეტულად ანდალუსიური მუსიკისა და ფლამენკოსთვის, ანდაც, კორიდას – ხარების ეგზოტიკური ბრძოლის სანახაობისთვის, რომელიც მაინცდამაინც, არ გვხიბლავს და რომლის თქმასაც არ ვერიდებით, მიუხედავად იმისა, რომ „გულწრფელობა საშიშია“. ეს ფესტივალი, თავის მხრივ, არც მადრიდის, როგორც „წმინდა“ ქალაქისა და მეორე „იერუსალიმის“ მოლოცვას ნიშნავს – მადრიდის რეალისა და ატლეტიკოს სიყვარულის გამო…და არც მხოლოდ ხამონისა თუ პაელას დაგემოვნებას; მადრიდული სამზარეულოს კლასიკის გასინჯვას – კოსიდოს, წვნიანი ლობიოთი, მუხუდოთი, ხორცითა და შებოლილი ძეხვეულის აკომპანემენტით.

La Caja Mágica ადგილია მრავალფეროვნებისთვის, თანასწორობისთვის, განცდის განუსაზღვრელი შესაძლებლობებისთვის… სადაც არავის აინტერესებს, პაბლო პიკასო ხარ, სალვადორ დალი, ფრანსისკო გოია, ხოსე კარერასი თუ პლასიდო დომინგო. აქ შენ ხარ ესპანური ტკბილეული ჩუროსიც და ფლამენკოს ცეცხლოვანი მოცეკვავის მზერაც…

რადგან გაზიარება ზრუნვას ნიშნავს, ერთ რჩევასაც არ დავინანებთ: ტვინი გამოსახულებას სმარტფონებზე უკეთესად იმახსოვრებს, ამიტომ ჩვენი გამოცდილებით გირჩევთ, ფესტივალზე იმ მომენტით, იქ ყოფნით ისიამოვნო და ემოციები და ენერგეტიკა სამუდამოდ შენს გონებაში აღბეჭდო.

რახ შეეხება ბონუს რჩევას: იმ შემთხვევაში, თუ მთავარი პრიზი ვერ დაიმსახურე, არ იდარდო, #სცადესფეისის სხვა საჩუქრებიც. 

განხილვა