in

ტრადიცია თუ საოჯახო დღესასწაული – განწყობა და ემოცია, რომელსაც კომპანია მადაგონი გიზიარებთ

შენი საოჯახო სუპერმარკეტი

„რა არის ოჯახური დღესასწაულის მთავარი იდეა?!

შეკრების სურვილი, მონატრება, ვალდებულება თუ უბრალოდ სიყვარულის საუკეთესო გამოვლინება. ოჯახი არის ადგილი, სადაც ყველაზე კარგად გიცნობენ და იზიარებენ შენს ემოციებს.

და რა არის ტრადიცია?!

ის, რაც წლებთან ერთად ილექება, თაობებს შორის გადადის და ოჯახის წევრებს გვაერთიანებს. ეს არის ყურადღება და იმის განცდა, რომ ჩვენ ვიღაცისთვის ნამდვილად მნიშვნელოვნები ვართ.

დღესასწაული გვაერთიანებს და გვანებრივებს, რომ ოჯახის სიყვარული ტრადიციად ვაქციოთ.

ამ ემოციას არ აქვს, მანძილი, სტატუსი და ვალდებულება, ის უბრალოდ არსებობს და გვათბობს.“ – ეს ის მთავარი ფასეულობაა, რაც სააღდგომო ფუსფუსის დროს სუპერმარკეტების ქსელმა მადაგონმა შეგვახსენა.

ალბათ ყველასთან ჩნდება კითხვა, რას ვაკეთებთ დღესასწაულების დროს?! შეიძლება დროს სხვადასხვანაირად ვატარებდეთ, თუმცა სუპერმარკეტის როლი ჩვენს ცხოვრებაში ერთნაირად მნიშვნელოვანია. მით უმეტეს თუ ეს არის ადგილი, სადაც მრავალფეროვანი არჩევანია.

მადაგონი შენი საოჯახო სუპერმარკეტი. ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო – მომხმარებლებისთვის გვეთქვა, რომ ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვართ, როგორც საოჯახო სუპერმარკეტი. გვაქვს ფართო ასორტიმენტი და საკუთარი წარმოების პროდუქცია. პასკაც კი, რომელიც სააღდგომო დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, მადაგონში ჩვენი, უძველესი, ტრადიციული, ქართული რეცეპტით მზადდება და ექსკლუზიურად ჩვენ ქსელში არის წარმოდგენილი. – ამბობს მადაგონის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია გაფრინდაშვილი.

კომპანია მადაგონი უკვე 10 წელზე მეტია რაც საქართველოში წარმოდგენილია, როგორც სუპერმარკეტებისა და რესტორნების ქსელი. წლების ზრდასთან ერთად კომპანიას აქვს საკუთარი წარმოების მრავალფეროვანი ხაზი: 200-მდე დასახელების საკონდიტრო ნაწარმი, მზა კვება, ნახევარფაბრიკატები, ჩამოსასხმელი ლუდი, ყველი, თაფლი და სხვა. კომპანია დღითი დღე იზრდება, დღეის მდგომარეობით მადაგონი 25 სუპერმარკეტს, 4 რესტორანს, დასასვენებელ-გასართობ ცენტრ „რეკრეაციას“, სპორტ კლუბსა და ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრს აერთიანებს.

[პარტნიორის კონტენტი]

Print კატეგორიის ოქროს პრიზიორი გიყვებათ, როგორ მოემზადოთ Young Lions Georgia-სთვის

Let’s Move Now: „ვფიქრობდი თუ როგორ შეიძლებოდა მოთამაშის დაინტერესება ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდითა და აქტიურობით“