in

ფემინისტი, რომელმაც ერთი საუკუნის წინ, Madam Alexander-ის თოჯინების ბრენდი შექმნა

Madame Alexander თოჯინები საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იპყრობდნენ ბავშვებისა და კოლექციონერების ყურადღებას. თუმცა მათ მსგავსად, ბრენდის ისტორიაც მომხიბლავია, რომელიც მის დამფუძნებელს უკავშირდება, ქალს, რომელმაც სრულიად შეცვალა თოჯინებით თამაში. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩვენ Madame Alexander-ზე მოგიყვებით.

ბეატრის ალექსანდერ ბერჰმანი, 1895 წელს დაიბადა. Madam Alexander-ის თავგადასავალი სწორედ მისი პატარა ასაკიდან დაიწყო. ბეატრისის მამინაცვალს ლამაზი თოჯინები ხშირად ჰყავდა, თუმცა ყველა ფაიფურისგან დამზადებული და დაზიანებული იყო, ბეატრისის ოჯახის საზრუნავი კი მათი შეკეთება გახლდათ. დამკვეთების უმრავლესობა მდიდარი ოჯახიდან იყო. 11 წლის ბეატრისი მიხვდა, რომ სურდა მათსავით ეცხოვრა. მოგვიანებით, ამ გადაწყვეტილებაზე საუბრისას მან აღნიშნა: „მინდოდა მქონოდა ეტლი და ქუდი სირაქლემას ბუმბულით“. ბეატრისს ჰქონდა შესაძლებლობა სკოლაში ესწავლა, რაც იშვიათი გახლდათ მის მეზობლად მცხოვრები ბევრი გოგოსთვის. მან ვაშინგტონის ირვინგის სკოლა ვალედიქტორია დაამთავრა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ბეატრისი დაქორწინდა ფილიპ ბერჰმანზე, ქუდების ქარხნის თანამშრომელზე. ბეატრისმა გადაწყვიტა ბუღალტერიის კურსის გავლა და Irving Hat Stores-ის ბუღალტერი გახდა. 1915 წელს, მას და ფილიპს ქალიშვილი შეეძინათ. პირველი მსოფლიო ომის დროს, გერმანიიდან გატანილ საქონელს ემბარგო შეეხო. ეს კი საფრთხეს უქმნიდა მისი მშობლების თოჯინების შემკეთებელი საქმიანობის მდგრადობას, რადგან მათი ინვენტარის დიდი ნაწილი საზღვარგარეთიდან შემოდიოდა. ბეატრისმა შთააგონა ოჯახი, ძვირადღირებული ქსოვილისგან შეექმნათ თოჯინები, წითელი ჯვრის ექთნების მსგავსად. ეს თოჯინები არა მხოლოდ პატრიოტული თემატიკის იყო, არამედ ახალი მასალის დამსახურებით, ხელს შეუწყობდა პრაქტიკულად თამაშს.

1923 წელს, ბეატრისმა დააარსა თოჯინების კომპანია. მკერავებად მან დაიქირავა საკუთარი დები და რამდენიმე მეზობელი. ასევე, აიღო $1600 კრედიტი. ახლა ეს არავის გაუკვირდება, მაგრამ იმ დროს, იშვიათი იყო კრედიტორების მხრიდან ქალების მხარდაჭერა. ბეატრისი იყო თავდაჯერებული, ძლიერი ნებისყოფის მქონე მშრომელი ქალი. მან ყველას შორის მოიპოვა პატივისცემა. ისიც იცოდა, როგორ მოეგო ხალხის გული. არაერთხელ წაუყვანია ქალიშვილი გამყიდველებთან და ბანკირებთან შეხვედრებზე.

Madame Alexander-ის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა უკავშირდება 1950-იანი წლების დასაწყისს, როდესაც Abraham & Straus-ის უნივერმაღმა მის კომპანიას დაავალა დედოფალ ელიზაბეტ II-ის გამეფების ამსახველი თოჯინების წარმოება. 36 თოჯინისგან შემდგარი ნაკრები მოიცავდა დედოფალს, საპატიო მოახლეებს, მთავარეპისკოპოსებს, მგალობელი გუნდის წევრებს, სამეფო ნათესავებსა და საპატიო მცველებს. თოჯინები ჩაცმული იყვნენ დეტალურად, მასალებიც იმ საწარმოდან იყო, რომელიც ქმნიდა ნამდვილი კორონაციისთვის საჭირო გარდერობს.

რამდენიმე წლის შემდეგ Madame Alexander-მა გამოუშვა პირველი ამერიკული სტილის თოჯინა – სისი. სისის ჰქონდა გამოძერწილი ბიუსტი და დახვეწილი გარდერობი – ბამბის, შიფონისა და ატლასის საღამოს კაბები. სისი წარმოადგენდა უფრო თანამედროვე ამერიკასა და ქალთა ახლებურ როლებს. Yardley Soap-მა სისი რეკლამებშიც კი გამოაჩინა ბრენდის გასაახლებლად.

Madame Alexander თვლიდა, რომ თოჯინებით თამაში ხელს უწყობს თანაგრძნობასა და სიკეთეს. ბეატრისი არამხოლოდ ცდილობდა შეექმნა ადგილი ქალებისთვის სათამაშოების ინდუსტრიაში, არამედ სურდა, რომ მისი თანამშრომელი ქალები თვითკმარები ყოფილიყვნენ და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. ბერჰმანისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ქალებს დამოუკიდებლობა და სიძლიერე ეგრძნოთ. სწორედ ამ ღირებულებებზე დააფუძნა ბრენდიც.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახალ კამპუსს აშენებს

Google AI-მ 30,000 საათის განმავლობაში უყურა ვიდეოთამაშებს, ახლა კი საკუთარს ქმნის