ნიუ-იორკში მადამ ტუსოს მუზეუმმა, Warner Bros-თან თანამშრომლობით, საშინელებათა ჟანრის ფილმების ცვილის ფიგურები შექმნა და ერთ სივრცეში განათავსა. სტუმრები, რომლებიც ამ შენობაში შესვლას გაბედავენ, მყუდრო საცხოვრებლის ატმოსფეროსთან ერთად საშიშ ობიექტებსაც აღმოაჩენენ — აქ თავმოყრილია მისაღები, საძინებელი და სასადილო სივრცეები, თავისი მინი ბარით. თუმცა თითოეულ კუთხეში შემზარავი არსებები იმალებიან. მართალია, ხელოვნური, მაგრამ შესაშინებლად ესეც საკმარისია.
თუ ამ ჟანრის ფილმები გიყვართ, მაშინ ყველა პერსონაჟი კარგად გეცოდინებათ, რადგან სწორედ საკულტო სიუჟეტებით იხელმძღვანელეს. შედეგად, ვიზიტორებს შეუძლიათ, ჩაის წვეულება ანაბელთან მოაწყონ, საბავშვო საძინებელში. სახლის ყველაზე ბნელ კუთხეში კი IT-ის კლოუნი დგას. აქ სასმელებიც კი საშინელებათა ფილმებითაა შთაგონებული.