in

რუსთავში მადარტის ახალი კონცეფციის ფილიალი გაიხსნა!

საკონდიტრო ქსელ „მადარტს” რუსთაველებისთვის სასიამოვნო სიახლე აქვს. რუსთავში, ახალი მოლის ტერიტორიაზე, მადარტის სერვისცენტრი გაიხსნა და ამიერიდან ქალაქის მოსახლეობას საშუალება მიეცემა მარტივად და, რაც მთავარია, მიტანის ტარიფის გადახდის გარეშე შეუკვეთოს და მიიღოს მადარტის გემრიელი პროდუქცია.

ახალი სერვისცენტრის საშუალებით, რუსთავის მოსახლეობას საშუალება მიეცემა შეუკვეთოს პროდუქცია წინა ან მიმდინარე დღეს და კონკრეტულ დროს გაიტანოს სერვისცენტრიდან. მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ ადგილზე, ოპერატორის დახმარებით გააფორმონ როგორც სერიული ტიპის პროდუქცია, ისე სასურველი დიზაინის არასტანდარტული ტორტები, რომლის შეკვეთის საშუალებაც აქამდე მხოლოდ ონლაინ კონსულტაციით შეეძლოთ.

სერვისცენტრიდან პროდუქციის გატანა დილის 10-დან საღამოს 10 საათამდე იქნება შესაძლებელი.

შეკვეთილი პროდუქციით სერვისცენტრი დღეში ორჯერ მომარაგდება  და ტრანსპორტირების ხარჯს მთლიანად კომპანია დაფარავს.

[R]

როგორ ავლენს ეთიკა ბრენდის სიძლიერეს ან სისუსტეს?

რა შესაძლებლობას აძლევს FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი ბრენდებს?