in

„მადარტში“ საშუალო დარიცხული ხელფასი 1500 ლარია და 2022 წელს 2000 ლარი გახდება

ინტერვიუ „მადარტის“ ფინანსურ დირექტორ ბექა ბოსტაშვილთან

საკონდიტრო „მადარტი“, 2022 წლიდან, მომხმარებლებსა და გუნდის წევრებს სიახლეებს ჰპირდება. სახელფასო ბიუჯეტის ზრდა, კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია, წარმოების გაფართოება – ყველაფერი ბრენდის ახალი სტრატეგიის ნაწილია. კომპანიის ფინანსური დირექტორი ბექა ბოსტაშვილი ამბობს, რომ განვითარების ამ ეტაპზე, ეს ცვლილებები და სიახლეები ძალიან მნიშვნელოვანია. 

„საკონდიტრო „მადარტი“ 12 წელია, წარმატებით ოპერირებს საკონდიტრო პროდუქციის წარმოების ბაზარზე. ჩვენ ვქმნით მაღალი ხარისხის ნედლეულით დამზადებულ ტკბილეულსა და ნახევრად ფენოვანი ცომისგან წარმოებულ ცხობის პროდუქციას. დღეისათვის, ვფლობთ ერთ მთავარ საწარმოს და 4 წარმოება-რეალიზაციის ობიექტს თბილისში, ასევე გვაქვს საკუთარი მიტანის სერვისი და ორივე კომპანიაში, ჯამში 800 -მდე ადამიანია დასაქმებული. ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ, სწრაფად განვითარებადი კომპანია ვართ, რომელსაც ერთგული მომხმარებელი ჰყავს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამომავლო სტრატეგია, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგვიტანს“. 

რა ცვლილებებია მოსალოდნელი? რამ მიგიყვანათ ამ კორპორაციული ცვლილებების გადაწყვეტილებამდე?

ბექა ბოსტაშვილი: რაც უფრო იზრდება კომპანია, მით მეტი პასუხისმგებლობა უჩნდება საზოგადოებისა და მითუმეტეს, საკუთარი თანამშრმომლების წინაშე.

მიუხედავად იმისა, რომ „მადარტში“ მოსული თანამშრომელი ადგილზე სწავლობს პროდუქციის წარმოების ყველა დეტალს და თავად ვზრდით კონდიტერებს, მცხობელებს, წარმოების მენეჯერებს და ა.შ. მიუხედავად ამისა, მუდმივად საჭიროა არსებულ გამოწვევებზე მორგება, ახალი უნარების შეძენა და განვითარება. ამიტომ, მთავარია, დავინახოთ ადამიანებში პასუხისმგებლობა და პროფესიული განვითარების სურვილი. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ასეთი ადამიანები მივიღოთ, ვასწავლოთ და ჩვენთან ერთად გავზარდოთ. ამიტომ ვიწყებთ ყველა პოზიციის თანამშრომლის კვალიფიციურ გადამზადებას, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია როგორც ჩვენი კომპანიის, ისე – თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის.

რითაა მნიშვნელოვანიმადარტისთვისგუნდის წევრების კვალიფიციური გადამზადება? რას შეცვლის ეს თქვენთვის? რა შეიცვლება გადამზადებული თანამშრომლებისთვის?

ჩვენი კომპანია მუდმივად ავითარებს და ინარჩუნებს პროდუქციისა და მომსახურების ხარისხს. ამით ძალიან ვამაყობთ და თანამშრომლების კვალიფიციური გადამზადებით გვსურს, ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი – პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი, თანხვედრაში იყოს ერთმანეთთან. ამიტომ, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ამ სფეროში არსებული სხვა კომპანიებისთვის, რადგან ვქმნით ახალ სტანდარტს, რომელიც ჩამოაყალიბებს კიდევ უფრო კონკურენტულ გარემოს და პირდაპირპროპორციული იქნება მომხმარებლის კმაყოფილებასთან.

რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ჩვენ ვზრდით კომპანიის სახელფასო ბიუჯეტს და თუ დღეს თანამშრომლის საშუალო დარიცხული ხელფასი 1500 ლარია, ვფიქრობთ, რომ 2022 წელს 2000 ლარამდე გაიზრდება.

საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების ზრდა, როგორ მოქმედებს თქვენზე?

„მადარტი“ რომ 12 წელია ბაზარზეა, ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის დამსახურებაა. ეს არის პროდუქციის ხარისხი და გემო. პროდუქციაზე ფასის ცვლილება პანდემიისგან გამომდინარეობს და მთლიანად დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზარზე. იმედი მაქვს, მალე ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების სასიკეთოდ დარეგულირდება ეს პროცესები.

სხვა რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ?

უახლოეს მომავალში, საინტერესო სიახლეები გვექნება: პროდუქციის, წარმოების გაფართოების და სერვისების დანერგვის მიმართულებით. ამ ყველაფერს, ჩვენს მომხმარებლებს, ძალიან მალე ვამცნობთ.

[R]

აქციეთ სწავლა ყოველდღიურობის ნაწილად

„ჩელსიმ“ წლიური აბონემენტის ღირებულება გაასამმაგა – ახალი ფასი  4 000 £ იქნება