4
Nov
2019

პირველი სმარტფონი, რომელიც მთლიანად აფრიკაში დაამზადეს

4 Nov 2019

veon
veon


რუანდულმა კომპანია Mara Group-მა ორი სმარტფონი გამოუშვა – Mara X და Mara Z. ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა სმარტფონი მთლიანად აფრიკაში შეიქმნა.

ეს ორი Android სისტემაზე მომუშავე სმარტფონი იმაზე ძვირია, ვიდრე სხვა სმარტფონები, რომლებიც რუანდულ ბაზარზეა ხელმისაწვდომი. Fast Company-ს ცნობით, Mara Group ამ გზით მოუწოდებს მომხმარებლებს ხელი შეუწყონ ქვეყანაში მოწყობილობების წარმოებას და გადაიხადონ თანხა ადგილობრივ პროდუქტში, უცხოეთიდან იმპორტირებული პროდუქციის ნაცვლად. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორი სმარტფონის დამზადება წინგადადგმული ნაბიჯია რუანდას მიზნის შესრულებისკენ – იქცეს ახალ ჰაბად ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის. Mara X-ს 16GB-იანი მეხსიერება აქვს, ხოლო Mara Z-ს 32GB-იანი. მათი ფასი 130-დან 190 დოლარამდეა.

ცნობილია, რომ რუანდა არ არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც აფრიკაში სმარტფონებს აწარმოებს. ასეთი საწარმოებია ეგვიპტეში, სამხრეთ აფრიკაში, ალჟირში. თუმცა, ეს საწარმოები ჩინეთიდან და სხვა, არააფრიკული ქვეყნებიდან ყიდულობენ სხვადასხვა ნაწილებს, სმარტფონების ასაწყობად.

განხილვა