in

Amazon-ის ახალი სერვისი “შექმნილია შენთვის”

Amazon-მა გადაწყვიტა, შეექმნა სერვისი “Made For You” – “შექმნილია შენთვის”, რომლის მეშვეობითაც 25 დოლარად უკვეთავთ სასურველ, ზუსტად თქვენზე მორგებულ მაისურს. მას შემდეგ, რაც გადაიღებთ ორ ფოტოს – ტანის წინა და უკანა ნაწილისთვის, შეიყვანთ შესაბამის მონაცემებს – სიმაღლე, წონა და სხეულის ტიპი, შეიქმნება თქვენი ციფრული ავატარი.

ალბათ, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გაცვია სამოსი წარწერით “შექმნილია შენთვის”. თანაც,  ეს თავიდან აგარიდებთ მაღაზიებში დიდხანს სიარულს, სასურველი ზომის ძიებაში დაღლას და ა.შ.

მოდის სფეროს ინფლუენსერები ახალ სერვისს დადებითი კომენტარებით გამოეხმაურნენ და მას ახასიათებენ, როგორც სახალისოს და მოსახერხებელს, რომელიც გეხმარება, შექმნა შენი “ოცნების მაისური”.

https://www.youtube.com/watch?v=RdTE73VtEXU

ერთმანეთთან არათავსებადი ნამდვილი და ციფრული „მე“ – სოციალური ექსპერიმენტი

onoff.ge-ზე საახალწლო ფასდაკლებები იწყება!