in

ბრინჯისგან დამზადებული წიგნი, რომელიც ფუკუშიმაში მოყვანილი პროდუქტის უსაფრთხოებაზე გვიყვება

ფუკუშიმას ტრაგედიის შემდეგ, რადიაციის გავლენა 25 000 ჰექტარზე გავრცელდა. ამის მიუხედავად, მეცნიერებმა გამონახეს გამოსავალი, რითაც დაბინძურებულ ტერიტორიებზე ფერმერებს უსაფრთხო მოსავლის მიღების საშუალება მისცეს. კვლევებით დასტურდება, რომ მოყვანილი პროდუქტი უსაფრთხოა, თუმცა ხალხი არ ყიდულობს, უნდობლობის გამო. საზოგადოებაში ნდობის ასამაღლებლად, სააგენტო Serviceplan-მა, სამეცნიერო ორგანიზაცია METER-თან ერთად, შექმნა წიგნი, რომლის ფურცლებიც რადიაციულ მინდვრებზე მოყვანილი ბრინჯისგანაა დამზადებული. წიგნში გადმოცემულია ყველაფერი – ფოტოები, ინტერვიუები და დეტალური მონაცემები რადიაციაზე, რაც საზოგადოებას პროდუქტის უსაფრთხოებაში დაარწმუნებს.

Apple Intel-ის პროცესორებიდან საკუთარი წარმოების ARM ჩიპებზე გადადის

პროდუქტიულობის კულტურას ემპათიურობის პრობლემა აქვს