11
ოქტ
2017

ძლიერი ქალი სარკეში – CoverGirl-ის ვიდეორგოლი კეტი პერის მონაწილეობით

11 ოქტ 2017

ქალების თავდაჯერებულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მათი ვიზუალია. კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი კომპანია CoverGirl, რომელიც თითქმის 50 წელია ქალების გარეგნობაზე ზრუნავს, სააგენტო Droga5-ის მიერ მომზადებულ ახალ სარეკლამო ვიდეორგოლს გვთავაზობს. ვიდეოში  #IAmWhatIMakeUp მონაწილეობას სხვა არაჩვეულებრივ და ლამაზ ქალბატონებთან ერთად, ცნობილი მომღერალი კეტი პერიც იღებს. ვიდეორგოლის გმირები კიდევ ერთხელ გვაჩვენებენ იმ ძალას, რაც ქალებს გააჩნიათ და რისი დამსახურებითაც ისინი ყოველთვის არაჩვეულებრივად და თავდაჯერებულად გამოიყურებიან.

 

განხილვა