ბოლო დროს ტექნოლოგიურ სფეროში ღონისძიებებით განებივრებულნი ვართ, ჯერ Apple-ის Glowtime ჩატარდა, შემდეგ Snapchat-ის 2024 წლის სამიტი, ახლახან კი Made on YouTube-იდან გავიგეთ სიახლეები პლატფორმის შესახებ. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ AI სამყაროშიც აბიჯებენ და გვაცნობენ ახალ გზებს ადამიანებთან დასაკავშირებლად, შემოქმედებითობის გასაღვივებლად, ბიზნესის გასაუმჯობესებლად და ახალი ხმების აღმოსაჩენად. ახლა კი კონკრეტულად მოგიყვებით, რაზე ისაუბრეს YouTube-ის ღონისძიებაზე:
Dream Screen-ს Veo ემატება
Dream Screen გასულ წელს შემოგვთავაზეს და ფუნქცია YouTube Shorts-ში ფონის გენერირების საშუალებას იძლეოდა ადამიანის წარმოსახვებზე დაფუძნებით. უკვე მილიონობით ადამიანის ხელშია, მალე კი Google DeepMind-ის Veo-თი გაუმჯობესდება, რათა ჩვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაზარდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ წარმოსახვას გააცოცხლებთ.
მეტიც, თქვენ პირველად გექნებათ შესაძლებლობა, 6-წამიანი ვიდეოები Shorts-ისთვის Veo-ს დახმარებით შექმნათ. კონტენტი SynthID-ით მოინიშნება და მომხმარებლებს აუწყებს, რომ ეს AI-ის მიერ გენერირებული ვიდეოა.
Inspiration Tab-ის სახით ახალ შემოქმედებით პარტნიორს გვაცნობენ
ახალი იდეების მოფიქრება ხანდახან გამოწვევას ჰგავს, ამიტომ გადაწყვიტეს YouTube Studio-ში Inspiration Tab შემოგვთავაზონ, ჩათვალეთ, რომ AI მეგობარია, რომელთანაც ბრეინშტორმინგი შეგეძლებათ.
ვიდეოების განსახილველად Communities-ის გვთავაზობენ
YouTube-ში კარგად იციან, რომ კრეატორებს გულშემატკივრებთან ახლო კავშირი აქვთ, ახლა კი ეს უკანასკნელი კიდევ უფრო კომფორტულად სურთ, აქციონ. მათ Communities-ის სთავაზობენ — უბრალოდ კომენტარებისთვის არ გეგონოთ, ცენტრალური ჰაბია ვიდეოების განსახილველად და ადამიანებთან დასაკავშირებლად. ამჯერად სატესტო ფაზაშია, საჯაროდ ჩაშვება კი მომდევნო წლიდან იგეგმება.
კრეატორთა მხარდასაჭერად Hype შექმნეს
თუ ვიდეო მოგეწონებათ, შეგეძლებათ ახალ Hype-ის ღილაკს დააჭიროთ და კრეატორებს მხარდაჭერა გამოუცხადოთ — ასე გულშემატკივრებს საერთო მიზნისთვის აერთიანებენ: დააკავშირონ თავიანთი საყვარელი კრეატორები ახალ აუდიტორიებს. ფუნქცია ბრაზილიაში, თურქეთსა და ტაივანში სატესტო რეჟიმშია, მომდევნო თვეებში კი მასშტაბების გაზრდას აპირებენ.
ავტომატური თარგმნის ფუნქცია უმჯობესდება
პირდაპირ გეტყვით, საშუალებას მოგცემთ, ვიდეოების აუდიო ჩანაწერი სხვადასხვა ენაზე დააგენერიროთ, ამ ეტაპისთვის იტალიური, პორტუგალიური, ესპანური და სხვა ენებია ხელმისაწვდომი, თუმცა ჯერ სატესტო ფაზაშია.
კომენტარების ჩანართი Community Hub-ად გადაკეთდება
YouTube Studio-ში კომენტარების ჩანართს Community-ის ჰაბად გარდაქმნიან, რაც კვლავ უფრო მაღალი ჩართულობის მიღების მიზნით კეთდება. ისიც იციან, რომ ბევრ კომენტარზე პასუხის გაცემა ხშირად საკმაოდ რთულია, ამიტომ AI სავარაუდო პასუხებს შემოგთავაზებთ, რომლებიც თქვენსავე სტილზე იქნება მორგებული. როგორც ამბობენ, ეს სიახლე მალევე ჩაეშვება გლობალურად…