23
Oct
2019

მოწყობილობა, რომელიც პლასტიკურ ნარჩენებს 3D პრინტერის კარტრიჯად აქცევს

23 Oct 2019

veon
veon


კალიფორნიულმა სტარტაპმა Made in Space, საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის სპეციალური მოწყობილობა შექმნა, რომელსაც პლასტიკური ნარჩენების 3D პრინტერის კარტრიჯად ქცევას უზრუნველყოფს. როგორც კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, ეს მიდგომა შეამცირებს დედამიწიდან კოსმოსურ სადგურზე გასაგზავნი ტვირთის მოცულობას და ასევე, დაეხმარება ასტრონავტებს ნარჩენების ხელახლა გამოყენებაში. Space.com-ის თქმით, მოწყობილობა ორბიტაზე 2 ნოემბრისთვის აღმოჩნდება, Northrop Grunman’s Cygnus-ის ხომალდის დახმარებით.

აღსანიშნავია, რომ 3D პრინტერი უკვე კოსმოსური სადგურის ბორტზეა. ასეა 2016 წლიდან, რადგან ასტრონავტები მოწყობილობას სხვადასხვა ნივთის საბეჭდად იყენებენ. Made In Space-ის მთავარი ინჟინერი – მაიკლ სნაიდერი ამბობს, რომ ნარჩენებისგან სხვადასხვა ნივთების კოსმოსში წარმოების შესაძლებლობა ახალ გზას გვიხსნის მზის სისტემის ათვისებისას, დროსთან, თუ ფინანსებთან დაკავშირებული რესურსების დაზოგვის კუთხით.

მსგავსი მოწყობილობის გამოყენების უფრო თვალსაჩინო დემონსტრაციისთვის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ კონკრეტული ამოცანა, რომლის გადასაჭრელადაც ასტრონავტებს რობოტული ხელი სჭირდებათ. მის დაბეჭდვას და აწყობას ისინი ადგილზე, პლასტიკური ნარჩენებისგან მიღებული მასალით შეძლებენ.

განხილვა