in

რატომაა მნიშვნელოვანი მადლიერების გამოხატვა

სალი სუსმანი Pfizer-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია. HBR-ის სტატიისთვის მან საკუთარი მაგალითები მოიშველია:

„ბავშვობაში, როდესაც ბებიამ და ბაბუამ ახალი ველოსიპედი მომაჩუქეს, დედაჩემი არ მიშვებდა სახლიდან, სანამ მადლობის წერილს არ დავწერდი მათთვის. მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ შემდეგ, მადლობის წერილები ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდ სიამოვნებად იქცა“.

რა სარგებელი აქვს მადლიერების გამოხატვას

2000 წელს, როდესაც კომპანია “Estée Lauder”-ში მუშაობდა, სალის უფროსი, მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორი ლეონარდ ლოდერი, ხაზგასმით ახსენებდა მადლიერებისა და მადლობის წერილების მნიშვნელობას კომუნიკაციისას. ლოდერი გამორჩეული კომუნიკატორია. მას ელეგანტურ და თავაზიან ადამიანად იცნობენ. ის ხშირად აღნიშნავდა, რომ მადლიერება ხელს უწყობს მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარებას.

ეს ლიდერობის გამორჩეული მიდგომაა. იმის ჩვენება, რომ აფასებთ და აღიარებთ მათ, ვინც ამას იმსახურებს, აღძრავს ენთუზიაზმს. ეს ასევე გამორჩეული მარკეტინგული მიდგომაა. სანამ კომპანია ტრადიციული რეკლამის გაკეთებას შეძლებდა, ლოდერი კლიენტებისთვის პირადად წერდა მადლობის წერილებს. სარგებლის მოტანა შეუძლია იმ ადამიანებისადმი მადლიერების გამოხატვასაც, რომლებიც ამას ნაკლებად იმსახურებენ. ერთხელ, ლოდერი და სალი ერთ-ერთი გამოცემის რედაქტორის მაგიდასთან ისხდნენ. რედაქტორის გაცივებული, უყურადღებო ქცევა მაშინ შეშფოთებას იწვევდა, მაგრამ ლეონარდი მთელი შეხვედრის განმავლობაში თავაზიანი იყო.

„ნუ დაგავიწყდება მადლობის წერილის გაგზავნა მისთვის, რომ დაგვითმო დრო“, – უთხრა ლეონარდმა სალის, შეხვედრის შემდეგ.

„ნამდვილად?“ – ჰკითხა სალიმ.

„კი, აუცილებლად“, – უპასუხა მან. „ეს არის ჩვენი ნორმა“.

დაუთმეთ დრო ფიქრს

გრძნობების საქმეში სიჩქარე იშვიათად არის ეფექტური თვისება. სანამ დაწერთ, იფიქრეთ, რა გზავნილი გინდათ მიაწოდოთ მიმღებს, რა განცდას უნდა გააჩენეთ მასში და როგორ გსურთ, იგრძნოს თავი მას შემდეგ, რაც თქვენს ტექსტს წაიკითხავს.

გამოხატეთ მადლიერება იმათ მიმართ, ვინც ხშირადაა იგნორებული

დაუთმეთ დრო მადლობის გამოხატვას მათ მიმართ, ვინც ხშირად რჩება უყურადღებოდ. ლოდერისთვი წერილებს უგზავნიდა მისი საწარმოს თანამშრომლებს, დაცვის პერსონალს და 6 წლის გოგონასაც კი, რომელმაც მისი მაგიდაზე ორიგამის ფრინველი დატოვა.

იყავით კონკრეტული

საუკეთესო ნაწილი დეტალებშია. არ შემოიფარგლოთ მხოლოდ მადლობის წერილით სადილისთვის, გააცანით კონკრეტული ნიუანსები და აღწერეთ ის, რამაც თქვენზე მოახდინა გავლენა.

მადლიერების ფასეულობა

როდესაც მადლობის ნებისმიერი გამოხატვა ზეგავლენის მქონეა, ის მხოლოდ მადლიერების გამოხატვას არ ნიშნავს – ის ასწავლის და აღძრავს გულისხმიერებას. შესთავაზეთ რაიმე ღირებული, გარკვეული ინსაიტი.

არასოდეს არის გვიანი

თუნდაც საჩუქარი ექვსი თვის წინ ან უფრო ადრე მიგეღოთ, წერილის დაწერა უკეთესია, ვიდრე საერთოდ არ დაწერა. მიაპარეთ პატივი გადაცილებული ვადისთვის, გადადით წინ დაუმატებელი ბოდიშების გარეშე და გამოხატეთ თქვენი გრძნობები. მიმღები გაგიგებთ და მიიღებს დაგვიანებას.

მადლობის წერილები შეიძლება ბავშვურად ჟღერდეს, მაგრამ ურთიერთობების აღდგენის პროცესში, როდესაც მადლიერებას ვუზიარებთ საჩუქრისთვის, მძაფრი შრომისთვის ან პირადი ყურადღებისთვის, ეს ხელმძღვანელებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ექსპერტები მადლიერებას ბედნიერების არსებით ინგრედიენტად ასახელებენ. ხელნაწერი წერილი აკავშირებს საყვარელ ადამიანებს, მეგობრებსა და კოლეგებს იმ რეალობაში, რომელიც ზოგჯერ უთანხმოებით და ზედაპირულობით ხასიათდება.

წყარო: HBR



მეცნიერებმა დეჟავიუს საპირისპირო ფენომენი შეისწავლეს

IKEA იმ ნივთებს დაგიბრუნებთ, რომლებიც შინაურმა ცხოველებმა მიისაკუთრეს