in

როგორ გამოვხატოთ მადლიერება სამსახურში?

მადლიერების მნიშვნელობა გუნდისა და საკუთარი თავის მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია. მაინც, როგორ გამოვხატოთ ის სამსახურში სწორად?

გამოხატეთ მადლიერება წერილობით, თქვენს გუნდთან

თანამშრომლების მიმართ მადლიერების გამოხატვა შეიძლება უხერხულად გეჩვენოთ, მაგრამ თქვენი გუნდის წევრების დამსახურების აღნიშვნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღესასწაულების გარშემო, შეიძლება იყოს ძლიერი მოტივაციური ჟესტი. ცადეთ დაწეროთ ღია ბარათი ან ელექტრონული წერილი, რომელიც უბრალო მადლობის გადახდაზე მეტი იქნება.

მადლიერების წერილის წერისას ყურადღება გაამახვილეთ თქვენი თანამშრომლების ძლიერ მხარეებზე. დაიწყეთ კონკრეტული მახასიათებლის ხაზგასმით, რომლითაც აღფრთოვანებული ხართ. შემდეგ აღწერეთ, რატომ აფასებთ ამ უნარს და წარმოადგინეთ რეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ დადებითად იმოქმედა მან გუნდზე.

მსგავსი ჩანაწერები დაეხმარება თქვენი გუნდის წევრებს საკუთარი შესაძლებლობების თქვენი თვალით დანახვაში. გაამახვილეთ თქვენი თანამშრომლების ყურადღება იმაზე, თუ რას აკეთებენ კარგად და მიანიშნეთ, რომ ნამდვილად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ.

იხელმძღვანელეთ ემპათიით

თანაგრძნობა ლიდერისგან მხოლოდ კარგი ჟესტი არ არის – ესაა არის თანამშრომელთა კმაყოფილების, პროდუქტიულობისა და შენარჩუნების ძლიერი ბერკეტი, განსაკუთრებით, რთულ დროს. აქ მოცემულია რამდენიმე გზა ამ არსებითი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ლიდერობის უნარის პრაქტიკისა და განვითარებისთვის.

პირველ რიგში, დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით. თანაგრძნობის გამოვლენა ყოველთვის არ მოითხოვს დიდ ჟესტებს. უბრალო გამამხნევებელი კომენტარი, მოკითხვა ან მადლიერების გამოხატვა შეიძლება ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდეს.

იყავით მიზანმიმართული დახმარების შეთავაზებისას. როდესაც თანამშრომელი პიროვნულ დონეზე იბრძვის, იმის ნაცვლად, რომ დაუსვათ კითხვები, როგორიცაა: „გჭირდებათ დახმარება?„ ან „რამე შემიძლია გავაკეთო?“ (რაც ხშირად ჟღერს ფორმალობასავით), შეეცადეთ იკითხოთ: „რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ დაგეხმარო დღეს?“

გასცდით თქვენს შინაგან შეზღუდვებს. არ შემოიფარგლოთ თანაგრძნობისას ახლო მეგობრებით ან თუნდაც თქვენი უშუალო გუნდით. იყავით გულუხვი ყურადღების გამოხატვისას და გააფართოვეთ თქვენი არეალი. გამოხატეთ ემპათია. როცა თანამშრომელი ან კოლეგა სხვის დასახმარებლად მზადაა, აცნობეთ ეს დანარჩენებს. ეს დაგეხმარებათ თანაგრძნობის გაღვივებაში თქვენს ორგანიზაციულ კულტურაში.

თქვენ არ გჭირდებათ გრანდიოზული ჟესტები, რათა აჩვენოთ თქვენს თანამშრომლებს, რომ აფასებთ. დაიწყეთ რეგულარული მოკითხვით. მიეცით სივრცე, რომ გააზიარონ ის, რასაც აკეთებენ ან მუშაობენ. მიაწოდეთ დაბალანსებული უკუკავშირი. შექება მნიშვნელოვანია, მაგრამ თანამშრომლებს ასევე სურთ იცოდნენ, როგორ შეუძლიათ განვითარება. უბრალოდ არ მისცეთ ორივე ტიპის გამოხმაურება ერთდროულად – აშკარად გამოყავით პოზიტიური ფაქტორები განვითარების საჭიროებასთან დაკავშირებული რჩევებისგან. დაუთმეთ დრო მათ პოტენციალის ცალსახად განხილვას.

დაფასება ჩვევად აქციეთ. შეეცადეთ ჩართოთ ის თქვენს რეგულარულ რუტინაში. მაგალითად, შეგიძლიათ კვირის პირველი 15 წუთი დახარჯოთ პირადი მადლობის წერილის დაწერაში ან გუნდის შეხვედრები დაიწყოთ გუნდის კონკრეტული წევრების მიღწევებზე საუბრით. შეიძლება გაგიკვირდეთ, თუ რა დიდი განსხვავება მოყვება ასეთ წვრილმანს.

ჩვენ ყველას გვსურს დაფასებული ვიყოთ. კოლეგებისადმი მადლიერების გამოხატვისთვის ახლა ისეთივე შესაბამისი დროა საამისოდ, როგორიც ნებისმიერი სხვა. მადლობის წერილის დასაწერად დაიცავით რამდენიმე მარტივი წესი. გაუზიარეთ თანამშრომლებს, რას და რატომ აფასებთ მათში. აუხსენით, როგორ იმოქმედა მათმა ქმედებებმა თქვენს გამოცდილებაზე სამსახურში. ეს შეიძლება იყოს ისეთივე მარტივი, როგორც რთულ დღეებში გაღიმება ან დიდი მხარდაჭერა. იყავით რაც შეიძლება კონკრეტული. ამით თქვენ დაეხმარებით სხვა ადამიანს იმის გაგებაში, თუ რატომ გრძნობთ სწორედ ასე.

მოუხმეთ ღიმილს, მოთმინებასა და თავაზიანობას, როცა თანამშრომელი რთულ ამბებს მოგიტანთ ან თქვენს გადაწყვეტილების მიღებას აპროტესტებს. გახსნილი გონების ტონი მიგვანიშნებს, რომ თქვენ მზად ხართ მოსასმენად, გადასამუშავებლად და პრობლემის გადასაჭრელად – არა საყვედურისთვის ან პირადი ავტორიტეტის გასამყარებლად.

წყარო: HBR



როგორ დავრეგისტრირდეთ თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაზე?

„მხატვარი მანქანა“ და ტალახი, როგორც საღებავი