in

#მადლობა – ფარმადეპოს საახალწლო კამპანია!

მადლობა

ახალი წელი არის დრო, როდესაც ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ის ადამიანი, რომელთან ერთადაც გაატარე ეს წელი. ახალი წელი არის დრო, როდესაც განსაკუთრებულ საჩუქრებს არჩევ, შენთვის განსაკუთრებული ადამიანებისთვის. ახალი წელი არის დრო, ძვირფასი ადამიანებისთვის მადლობის სათქმელად. სწორედ ამას ეხმიანება ფარმადეპო, რომელმაც ციფრულ სააგენტო რედბერისთან ერთად შექმნა აპლიკაცია madloba2016.ge, რომლის საშუალებით შესაძლებელია, საყვარელ ადამიანებს უთხრა #მადლობა მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის, რისთვისაც გსურს და  აჩუქო განსაკუთრებული ფასდაკლების ვაუჩერი სხვადასხვა ბრენდებზე

 

მარკეტერი ფარმადეპოს წარმომადგენლებს ესაუბრა:

“ჩვენი პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ ადამიანების თბილი და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას პლატფორმის მეშვეობით და უბრალოდ, ვუთხრათ ერთმანეთს #მადლობა: უზომო სიყვარულისთვის, ბედნიერი მოგონებებისთვის, ზრუნვისთვის, გვერდში დგომისთვის, მეგობრობისთვის, სიურპრიზებისთვის, ნდობისთვის, პატივისცემისთვის, სიკეთისთვის, ღიმილისთვის, რისთვისაც გვსურს”

ქართული საწარმო, რომელიც ხის სათამაშოებს ამზადებს – GeoToys

rkinigza

საქართველოს რკინიგზამ თბილისი-სენაკის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დანიშნა