11
ოქტ
2018

როგორ გადავუხადოთ ბებიებს მადლობა? – სოციალურ-საქველმოქმედო კამპანია #მადლობაბებო

11 ოქტ 2018

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტსივრცეში სოციალურ-საქველმოქმედო კამპანია #მადლობაბებო გამოჩნდა. კამპანიის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ჩართულობა ბებიებისადმი მადლიერების გამოხატვაში. ამასთან, დაეხმაროს იმ ბებიებს, რომლებიც მეტ ზრუნვასა და ყურადღებას საჭიროებენ. პროექტი, “ფუდსერვისისა” და “დანონი საქართველოს” ინიციატივით, 3 ოქტომბერს დაიწყო და 22 ოქტომბერს დასრულდება.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

 

 

 

კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც სოციალურ ქსელში განათავსებს საჯარო პოსტს ბებოს შესახებ, ჰეშთეგით #მადლობაბებო და მოიწვევენ მეგობრებს, რომ მათაც გადაუხადონ ბებოებს მადლობა ზრუნვისთვის. ფოტოს საკუთარ ბებიებთან გადაღება აუცილებლობას არ წარმოადგენს, მთავარია, პოსტში ფიგურირებდეს ბებო.

შედეგად, თითოეული ატვირთული პოსტის სანაცვლოდ, მზრუნველობამოკლებულ ბებოებსა და ბაბუებს დაურიგდებათ სხვადასხვა ნატურალური პროდუქტები.

 

[R]

განხილვა