#მადლობა, რომ გვაზღვევ! თიბისი დაზღვევის ახალი კამპანიაა, რომელიც კორონავირუსის გამო თვითიზოლირებული ადამიანების გამხნევებას და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვას ემსახურება.
მსოფლიოში ვირუსის მასშტაბური გავრცელების გამო, მოსახლეობაში შიში და სტრესი უფრო და უფრო იმატებს. განსაკუთრებით, სტრესში არიან თვითიზოლირებული ადამიანები, რომლებმაც იზოლირების გადაწყვეტილება, საზოგადოების დაზღვევის მიზნით, თავად მიიღეს. მარტო ყოფნისა და სიმპტომების დაკვირვების 2-კვირიანი პერიოდი ბევრ უარყოფით ემოციას: მოწყენილობას, უიმედობას, შიშსა და პანიკასაც კი იწვევს. თიბისი დაზღვევა მიიჩნევს, რომ ასეთ დროს, კაის თქმა არათუ მოსულა, არამედ, აუცილებელიც კია და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, ეს ადამიანები მასშტაბურ მადლობას იმსახურებენ!
ამისათვის, თიბისი დაზღვევამ შექმნა თვითიზოლირებულების მხარდამჭერი, Facebook-ის ჯგუფი – ჯგუფი ერთობა, რომელიც მათ, მადლობის ნიშნად, სტრესისგან აზღვევს. ჯგუფ ერთობას სჯერა, რომ ერთობა თვითიზოლაციაშიც მოსულა და მნიშვნელოვანია, ასეთ დროს, ერთმანეთს სტრესისა თუ მოწყენილობის მარტივად დაძლევაში დავეხმაროთ. ამიტომაც, ჯგუფში ადამიანები ერთმანეთს აქტიურ ციფრულ სოციალიზაციაში ეხმარებიან და ამ პერიოდის მინიმალური სტრესით გასატარებლად, სახლში დროის გაყვანის უამრავ საინტერესო და სასარგებლო ხერხს გვიზიარებენ.
გარდა იზოლირებულების გამხნევებისა, ჯგუფი აძლევს მოტივაციას სხვა ადამიანებსაც, რომ საჭიროების შემთხვევაში, თვითიზოლაციას მიმართონ, რითიც კიდევ უფრო მეტად დავაზღვევთ საზოგადოებას ვირუსის გავრცელების საფრთხისგან.
თუ შენც თვითიზოლაციაში ხარ და წასაკითხი წიგნები ან სანახავი ფილმები შემოგელია, ან, სულაც, უარყოფითმა ემოციებმა შემოგიტიეს;
ან თვითიზოლაციაში თავად არ ხარ, მაგრამ, მადლობის ნიშნად, გსურს იზოლირებულ მეგობრებს რჩევები გაუზიარო და სტრესის დაძლევაში დაეხმარო, შემოუერთდი ერთობას.
[პარტნიორის კონტენტი]