in

მადლობა თავდადებისთვის! – GIPA-ს ვიდეორგოლი მათზე, ვინც უხილავად გვემსახურება

მადლობა თავდადებისთვის !

საჯარო სიკეთის ერთგული მსახურებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და თავდადებისთვის GIPA მადლობას უხდის – ექიმებს, მეხანძრეებს, მასწავლებლებს, მაშველებს, მეეზოვეებს, მემანქანეებს, სოციალურ მუშაკებს, მესაზღვრეებს, სამართალდამცავებს…

საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაში ჩართული ადამიანების პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება, მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის, კომუნიკაციების თუ მომსახურებების გამართული ფუნქციონირება, ხშირად, თავისთავად მოცემულობად აღიქმება. საჯარო სექტორში დასაქმებული ათიათასობით ადამიანის უწყვეტი შრომა და თავგანწირვა კი – უხილავი რჩება.

პანდემიის პირობებში, როცა სახელმწიფო და საზოგადოება მოულოდნელი გამოწვევების წინაშე დადგა, ბევრი საჯარო მოსამსახურე კი, ვირუსთან და პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლაში საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს, კიდევ ერთხელ ცხადად გამოჩნდა ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და თავდადებული სახელმწიფო სამსახურის მნიშვნელობა.

კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობა დამოკიდებულია: სამედიცინო სფეროს მუშაკზე, რომელიც მოქალეების ჯანმრთელობაზე ზრუნავს; ინსპექტორზე, რომელიც წყლის, საკვების თუ სამუშაო ადგილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შესაბამისობას ამოწმებს; სოციალურ მუშაკზე, რომელიც სხვადასხვა საჭიროების მქონე, საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს აძლიერებს და სოციალურ პროგრამებში ამისამართებს; ბაღებისა და სკოლების მასწავლებლებზე, რომლებიც ახალი თაობის განათლებისთვის ირჯებიან; პოლიციელზე, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს იცავს; დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებზე, მეხანძრეებზე, მესაზღვრეებზე, ქოლცენტრების თუ საჯარო რეესტრის ოპერატორებზე და სხვა დაბალი, თუ მაღალი პოზიციის საჯარო მოსამსახურეზე.

საზოგადოების მიერ იმ წვლილის აღიარებაში, რაც საერთო კეთილდღეობაში საჯარო სექტორში დასაქმებულებს შეაქვთ, განსაკუთრებული ფუნქცია საგანმანათლებლო დაწესებულებებს აკისრიათ. GIPA 25 წელია, ხელს უწყობს საჯარო სამსახურის განვითარებას, ამზადებს მაღალკვალიფიციურ საჯარო მმართველებს და ახალისებს სტუდენტებს, რომ საჯარო სამსახური განიხილონ არა მხოლოდ ინდივიდუალური კარიერული წინსვლის ჭრილში, არამედ დემოკრატიული, თანასწორი და სოციალურად სამართლიანი საზოგადოების შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობად.

გრაფიკულ ვიდეო რგოლზე GIPA-ს აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, გია ტყემალაძემ, სანდრო ალექსიძემ და გიორგი ფოფხაძემ იმუშავეს.

McDonald’s-ის ბურგერი ორეოს შიგთავსით – ექსპერიმენტი ჩინეთში

უეს ანდერსონის სტილი Glenmorangie-ს ვისკის რეკლამაში