in

მადონა კიდევ ერთხელ “VERSACE”-ს სახე გახდა

VERSACE-ს  2015 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სახე მადონა გახდა. ახალი კოლექციის პორტფოლიოს ავტორები ცნობილი ფოტოგრაფები მერტ ალანსი და მარკუს პიგოტია.

1995 წლიდან მოყოლებული მადონა უკვე მეოთხედ ხდება ვერსაჩეს წარმომადგენელი. სხვადასხვა დროს ფოტოსესიებში მონაწილეობას დემი მური, ჰოლი ბერი და ბრიტნი სპირსიც იღებდნენ.

“მადონა ვერსაჩეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა. ძალიან მიხარია, რომ ყველაზე გემოვნებიანი და მიზანდასახული მსახიობი ისევ ვერსაჩეს სახე იქცა” – დონატელა ვერსაჩე.

ფოტოგრაფებმა შავ-თეთრი ფოტოების გადაღება გადაწყვიტეს, რათა ვერსაჩეს შავ კაბაში გამოწყობილი მოდელი და მისი მეტყველი სახე წინა პლანზე წამოწეულიყო.

B3 B4 B5 versace

“Pantone”-მა 2015 წლის მთავარი ფერი უკვე გამოავლინა!

მაჩუქე ის რაც მინდა! “Harvey Nichols”-ის პროვოკაციული კამპანია.