რესტორანი „Madre“, ორგანიზაცია „ჩართესთან“ ერთად, ბავშვთა დღეს საქველმოქმედო ვახშამს უმასპინძლებს.
„მადრეს“ გუნდის ორგანიზებით, კატალონიელი მზარეული ანდრეა მესა დაგეგმილ ვახშამზე სტუმრებს თანამედროვე ესპანური კერძებით, თემატური კოქტეილებითა და ესპანური ღვინით გაუმასპინძლდება. საქველმოქმედო ვახშმის მიზანი მაღალმთიან სოფლებში მოზარდების მხარდაჭერა და გაძლიერებაა.
ორგანიზაცია „ჩართეს“ გუნდი სოციალურად დაუცველი მოსწავლეების განათლების ხარისხის ამაღლებაზე წლებია, აქტიურად მუშაობს. კომუნალ კომპანია კი, რომელმაც ბასკური კულინარიული კულტურის რესტორანი „Madre“ შექმნა, მესამე წარმატებულ საქველმოქმედო ვახშამს ატარებს charte-სთან ერთად, რის ფარგლებშიც, მოზარდებს ერთად ეხმარებიან ლეპტოპებით და ერთწლიანი ინტერნეტ პაკეტებით.
ვახშმის ღირებულება 200 ლარს შეადგენს. მაგიდის დასაჯავშნად დაუკავშირდით: +995599808171
ღონისძიების მხარდამჭერი პარტნიორები: Paralel 42; Fish Market; Torres; Marketer.ge
[R]










