in

Madre — ბასკური და ესპანური კულინარიული კულტურით შთაგონებული რესტორანი 3 მარტს, დედის დღეს იხსნება

ქართველებისა და ბასკების წინაპრებს შორის ნათესაური კავშირის არსებობაზე უამრავი ლეგენდა შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელთა მიხედვითაც, ეს ორი ხალხი საერთო ფესვებიდან მოდის და ბევრი საზიარო კულტურული ელემენტიც კი აქვთ… სწორედ ამის შთაგონებით შექმნა Communal Company-მ ახალი, ბასკური კულინარიული კულტურის რესტორანი „Madre“. 

„მადრეს კონცეფცია ასეთია: ბასკური მუხტი ესპანური კონტურით, რადგან ბასკებიც ესპანელები არიან, მაგრამ თავისი მნიშვნელოვანი იდენტობა და ტრადიციები, კულინარიული მემკვიდრეობა გააჩნიათ“, — აცხადებს Communal Company-ის გუნდი.

მე-19 საუკუნის ქალაქურ სახლში, მთაწმინდის ცენტრში მდებარე რესტორნის შესახებ, რომელიც ბესიკის პარკს გადაჰყურებს, კომუნალის გუნდი საინტერესო დეტალებს გვიზიარებს.

M: გვიამბეთ, როგორი იყო მადრეს შექმნის წინაპირობა და საწყისი ეტაპი?

საგულისხმოა, რომ რესტორნის შექმნამდე წლებით ადრე დაიწყო ბასკური კულინარიისა და კულტურის გაცნობა, მაშინ თვითმიზანი რესტორნის შექმნა სულაც არ ყოფილა. თავდაპირველად ეს ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს უკავშირდებოდა იმ მითურ ამბავზე, რომლის მიხედვითაც, ქართველები და ბასკები საერთო ფესვებიდან მოდიან. მოსაზრებები ბასკებსა და ქართველებს შორის კავშირებზე ისეთი მსგავსებებიდან მოდის, როგორებიცაა ენა, პოლიფონიური მუსიკა, ტრადიციები, გეოგრაფიული სახელწოდებები,  გვარების იდენტურობა და ა. შ. ამის გათვალისწინებით, ქართველებისთვის ბასკური კულტურის მიღება ბუნებრივი და მარტივია. ზუსტად ეს გახდა „მადრეს“ კონცეფციის საწყისი მოტივი.

M: როგორ ითარგმნა კონცეფცია „მადრეს“ ინტერიერში?

ბასკური მუხტის მქონე რესტორნის კონცეფცია ითარგმნა როგორც ინტერიერის დიზაინში, ისე კულინარიაში, რომელიც მადრეს განუყოფელ ნაწილად იქცა. ამ პროცესის მთავარი მიზანი ის არის, რომ თბილისში შეიქმნას ადგილი, სადაც თანამედროვე ბასკურ, ესპანურ კულტურას ეზიარები.

ინტერიერზე Communal Studio-მ იმუშავა. სივრცე თავის ხასიათით და დეტალებით პასუხობს ესპანურ კულტურას. ინტერიერში გამოყენებულია ბუნებრივი ქვები და ესპანეთისთვის დამახასიათებელი ფერთა პალიტრა.

M: როგორ არის სივრცე გადაწყვეტილი, რამდენ ნაწილად იყოფა ის? 

სივრცეები კამერული და დინამიკურია. ოთახები კონცეფტუალურად და ფუნქციურად განსხვავდება ერთმანეთისგან თუმცა ხასიათი თანამიმდევრულია.

M: სივრცეების მრავალფეროვანი გადაწყვეტის პარალელურად, მენიუზე როგორ აისახება ბასკური მუხტი და „მადრეს“ ძირითადი კონცეფცია?

მენიუ მადრეში მრავალფეროვანია, დომინირებს თანამედროვე ხედვით წარმოდგენილი ავთენტური ბასკური და ესპანური კერძები.

მადრეში ბასკურის გარდა, შეხვდებით კატალუნიურ, ანდალუზიურ და ცენტრალური ესპანეთის კულინარიას ასევე ღვინოს რიოხადან. მადრეს კოქტეილები ესპანური ჯინის და მეზკალის ბაზაზე მზადდება.

M: რატომ სახელი „მადრე“?

მადრე ესპანურად დედას ნიშნავს. ამ სიტყვას ბევრი პოზიტიური კონოტაცია გააჩნია, მარტივი და ყველასთვის გასაგებია. სახელწოდებიდან გამომდინარე, სიმბოლურია, რომ „მადრე“ სწორედ დედის დღეს, 3 მარტს იხსნება. 

რესტორანში ადგილის წინასწარ დაჯავშნა კი ამ ბმულზე შეგიძლიათ.

M: და როგორია „მადრეს“ ბრენდინგი? ამ კუთხით როგორ გამოვლინდა ბასკური და ესპანური ხედვა?

ბრენდინგი იმ ესპანურ ფერთა გამაზე და ვიზუალურ დეტალებზეა დაფუძნებული, რაც ინტერიერში გვხვდება. ძლიერი და ენერგიულია.


„კომუნალ კომპანია“ 2017 წელს დაარსდა, რათა საქართველოს ტურისტულად და კულტურულად მიმზიდველ სხვადასხვა არეალში შეექმნა მაღალი ხარისხის  სასტუმროები, სოციალური სივრცეები და ჰოსპითალითი სფეროსთან თანაარსებული კონცეფციები. როგორც გუნდი აღნიშნავს, მათი შთაგონების ძირითად წყაროს ქალაქური არქიტექტურა და ავთენტური უბნები  წარმოადგენს.

სახელწოდებაშიც იკითხება ძირითადი კონცეფცია — „Communal“ ნიშნავს საყოველთაოს, საერთოს, იმას, რასაც საზოგადოების ყველა წევრი თანაბრად მოიხმარს… კომპანიის მიზანია იყოს მუდმივად განსხვავებული და გამორჩეული კონცეფციის მქონე სივრცეების ავტორი.

Never Alone — უკრაინაში მცხოვრები ხალხის ემოციური ვიდეორგოლი

Nike-ის ახალ რეკლამაში კალათბურთზე შეყვარებული გოგონა გამოჩნდა