Maersk-ის ეს ვიდეორგოლი ნამდვილად რეკლამაა, თუ ფილმის ტრეილერი? B2B კომუნიკაციების სამყაროში მიღებულია, რომ რაციონალური კომუნიკაცია საუკეთესოდ მუშაობს. დანიურმა კრეატიულმა სააგენტომ &Co გადაწყვიტა სრულიად საწინააღმდეგო მიდგომა გამოეყენებინა და ამბის ემოციური თხრობა მიიჩნია კომუნიკაციის ეფექტურ გზად. 70-წამიანი ვიდეორგოლი, რომელიც ფილმის ტრეილერს ჰგავს, ერთი მხრივ, იდუმალებით მოცულია, მეორე მხრივ კი, ლოგისტიკას კინემატოგრაფიული თვალთახედვიდან გვიჩვენებს.