6
Dec
2019

ცხოველების ოპერა! – მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია Maestro

6 Dec 2019



ჩიტუნა – სოპრანოდ, ციყვი – დირიჟორად… დაბურული ტყის ბინადრები – ბაყაყები, კუები, ზღარბები, თევზები და სხვები, ღამით იკრიბებიან და ვინჩენცო ბელინის ოპერიდან “ნორმა” არიას მღერიან. თუკი არიის ხასიათიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ისინი აშკარად რევოლუციისთვის ემზადებიან. ცხოველების ამღერება სააგენტოებმა Illogic Studios და Bloom Puctures გადაწყვიტეს. მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის Maestro შესაქმნელად, კრეატორები ორი კვირის განმავლობაში უსმენდნენ საოპერო არიებს და საბოლოო ჯამში, ბელინის “ნორმაც” ასე შეირჩა.

განხილვა