in

„მაგარი სელცერი“ ანუ ალკოჰოლური გაზიანი სასმელი

თქვენ უკვე გაგისინჯავთ „მაგარი სელცერი?“ ამას მხოლოდ აშშ-ში ან ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას თუ მოახერხებდით, რადგან საქართველოში ამ ინოვაციური სასმელის ჩამოსხმა მხოლოდ ახლა და მხოლოდ „არგოს“ ლუდსახარშში დაიწყეს. ამ ეტაპზე „არგო“ ოთხ გემოს გვთავაზობს – ლიმონი, ტარხუნა, ჟოლო და მოცხარი.

აშშ-ს მთავარი ტრენდი გასული წლების განმავლობაში, რომლის გაყიდვებიც 1 წლის განმავლობაში 200 %-ით გაიზარდა, ნელ-ნელა ფეხს იკიდებს ევროპაშიც, საქართველო კი, როგორც პირველი ევროპელების ქვეყანა, ამ პროცესს ვერაფრით ჩამორჩებოდა.

ეს ალკოჰოლური სასმელი ქართულ ბაზარზე ნამდვილ რევოლუციას მოაწყობს! ცნობილია, რომ „მაგარი სელცერის“ პოპულარობა, ჯანსაღი ცხოვრების სტილისადმი ინტერესის ზრდამ გამოიწვია. ეს ტენდენცია საქართველოშიც იკიდებს ფეხს. უგლუტენო და დაბალკალორიული სასმელი, სრულიად ახალ შეგრძნებებს ბადებს. ამ სასმელის მიღება მაშინაც შეგიძლიათ თუ თქვენ კეტო ან პალეოს დიეტას იცავთ. მეტიც! იმასაც ამბობენ, რომ სასმელის მიღება სასარგებლოა ვარჯიშის შემდგომაც.

4.5% ალკოჰოლის შემცველობით „მაგარი სელცერი“ ორ წუთში მოგიტანთ გემოს რევოლუციას, განწყობის ევოლუციას, სილაღის შეგრძნებას, ახალ ფერებსა და კარგ ხასიათს თავისი ჩვეული სიმსუბუქით. ალბათ ამიტომაც, მსოფლიოს მასშტაბით, სელცერი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მილენიალებში, ახალგაზრდა პროფესიონალებში, არტისტებში და იმ ადამიანებში, ვისაც უყვართ მეგობრებთან ერთად შეკრება, წვეულებებზე სიარული, ან უბრალოდ განტვირთვა დატვირთული დღის შემდეგ, იქნება ეს ზღვაზე, მთაში თუ უახლოეს ბარში.

და მაინც, ციფრები სიტყვებზე დამაჯერებელია ხშირად, ამიტომ გეტყვით, რომ 330 მლ. სელცერის დალევისას თქვენ მხოლოდ 93 კალორიას იღებთ. 4.5% ალკოჰოლის შემადგენლობა კი სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან შედარებით – დაბალია. რამდენადაც სასმელი (330 მლ.) მხოლოდ 2,475 გრამ შაქარს შეიცავს, – ნაბახუსევის შეგრძნებაც მინიმალურია. ისიც ფაქტია, რომ „მაგარი სელცერი“ ხილის მომჟავო არომატებით, ნაბახუსევზე სასიამოვნო დასალევია და უსიამოვნო შეგრძნებებსაც იოლად აქრობს.

„მაგარი სელცერი“ რომ მაგარია ამას ისიც ადასტურებს, რომ შეფუთვის დიზაინზე ცნობილმა ინგლისელმა დიზაინერებმა იზრუნეს.

მოკლედ რომ ვთქვათ, „მაგარი სელცერი“ არის შუშხუნა სასმელის სიმსუბუქე, გემოების მრავალფეროვნება და სრულიად ახალი შეგრძნებებისგან განცდილი სიამოვნება, რომელიც უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

 

[R]

რატომაა უკეთესი თქვენივე ბიზნესისთვის, რომ ბუნებაში მეტი დრო გაატაროთ

განვითარების ტრადიცია – მთავარი იდეა, რომელმაც „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და „სუხიშვილები“ გააერთიანა