in

გმირი მღრღნელი, რომელიც ნაღმებს ყნოსვით პოულობდა, პენსიაზე გადის

მაგავამ ბოლო 5 წელი გაატარა კამბოჯაში და ოქროს მედალიც დაიმსახურა

veon
veon

ყველა მომუშავე იმსახურებს პენსიაზე გასვლას – თუნდაც, ოთხფეხა ცხოველი. ერთი გმირი ვირთხა, სახელად მაგავა, ამ დამსახურებული ოქროს წლების მიღებას აპირებს… მღრღნელმა ბოლო ხუთი წელი გაატარა კამბოჯაში, სადაც მიწის დაყნოსვით ნაღმების ადგილმდებარეობას ადგენდა და ვინ იცის, რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ვირთხამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 71 ნაღმტყორცნი და 38 გაუაქტიურებელი ასაფეთქებელი აღმოაჩინა. ეს სტატისკური მაჩვენებელი მაგავას ყველაზე წარმატებულ ე. წ. HeroRAT-ად აქცევს APOPO-ში, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციაა და მღრნელების ამ მიზნით გაწვრთნას ემსახურება – “ჩვენ ნამდვილად ვენდობით ჩვენს ვირთხებს”.

“მიუხედავად იმისა, რომ მაგავა ჯერ კიდევ ჯანმრთელია, მან საპენსიო ასაკს მიაღწია, რაც მღრღნელის მუშაობაზე აისახება” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საგულისხმოა, რომ მაგავას უნარ-ჩვევები და სიმამაცე შეუმჩნეველი არ დარჩენილა. 2020 წელს დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაციამ PDSA მღრღნელი ოქროს მედლით დააჯილდოვა. ვირთხისთვის მედლის გადაცემის ფაქტი კი აქამდე არასდროს დაფიქსირებულა.

ახალი ხელის კონსოლის Playdate წინასწარი შეკვეთა ივლისში იწყება!

being Tokareshka – პარადოქსული მემუარები