in ,

მაღაზიებისკენ მიმავალი გზის რუკა – OBI-მ ბზარებს შენობებზე შემოქმედებითი ფუნქცია მოუძებნა

შენობების გაბზარულ კედლებსა და ალაგ–ალაგ გაცვეთილ საღებავებს ისეთ კოხტა და მოწესრიგებულ ქალაქშიც კი შეხვდებით, როგორიც მიუნხენია. რაოდენ ლამაზიც არ უნდა იყოს ქალაქი და ქუჩები, მსგავსი ბზარები ყოველთვის შესამჩნევია.

სამშენებლო მასალების მაღაზიათა ქსელმა OBI გადაწყვიტა შენობების “იარებისთვის” რაიმე მოეხერხებინა და პრობლემას საკმაოდ შემოქმედებითად, თან მომგებიანადაც მიუდგა.  OBI-მ კედლების ბზარებით მისი უახლოესი მაღაზიისკენ მიმავალი გზა დახატა.

იდეა საკმაოდ კრეატიული და სასარგებლო გამოდგა, როგორც ქალაქითვის, ისე მაღაზიისთვისაც. შენობები გალამაზდა, მაღაზიების ქსელის მომხმარებლის რაოდენობამ კი მოიმატა.

მიუხედავად იმისა, რომ შენობების ფასადებიდან ბზარები არ გამქრალა, კომპანიამ არსებული მოცემულობა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენა და საბოლოო ჯამში, პრობლემისგან შესაძლებლობა შექმნა.

 

 

რას იწონის თქვენი ჩანთა?! – Microsoft-ის ინიციატივა ხერხემლის დაავადებების წინააღმდეგ

რა გავლენა მოახდინა Tesla-მ საავტომობილო მარკეტინგზე?